02 October 2019

ახალი წელი

ეგ არის ყველაზე ადვილად დასაწერი თარიღი დღიურში. მე ინნე და ბავშვი რამდენიმე საათით ადრე გავედით გარეთ, მაშასადამე ვიდრე ახალი წელი დადგებოდა. ვიყიდეთ პეფსი, ფანტა, ნაბეღლავი, ცოტაოდენი კანფეტი. ძალიან გული დამწყდა რომ ვისკი ძვირი ღირდა ზოგადადაც და კონკრეტულად კი ის ვისკი არ ქონდათ რომელსაც ვსვამ (ერთხელ რაღაც იაფფასიანი ვისკი დავლიე კუჭი გამეხვრიტა და წებოთი მიმიწებეს). შემდგომ ინემ თქვა ბარემ მედიკოს გამოვაცხობო და კარაქიც ვიყიდოთო. შევედი მაღაზიაში და რასხედავს ჩემითვალები ფინლანდია 19 ლარიანი. ავიღე და გამიხარდა, ინნემ თქვა: "აი აი ამხელა კაციხარ და ვეღარ გაიზარდე" თუ რაღაც მასეთი. გამყიდვლებმა და მე გავიღიმეთ, შემომხედა ბავშვმაცდა გაიცინა. შევედით შემდეგ მაღაზიაში ჯერი ასაფეთქებლებზე მიმდგარიყო. ინნემ იყიდა 9 ლარიანი დიდი და მსხვილი. ვიფიქრე ამხელა ჯერ არ მჭერია ხელში სალუტი თქო. მაგრამ დახეთ საუბედუროდ ტუალეტის ქაღალდი დაგვავიწყდა. ახლა ჯერი ტუალეტის ქაღალზე მიდგა ოღონდ შემდეგ მაღაზიაში. ჩავუყევით გზას ხელები მომეყინა მაგრამ ერთი თითი დამწვარი მქონდა დუხონკაზე და გამოვყავი ჯიბიდან რამაც ერთბაშად გაასწორა. ამასობაში სახლშიც მივედით და ახალი წელიც თითქმის მოვიდა. ბავშვი დავაძინე და ვუთხარი შემდეგი წელი რომ მოვა გაგაღგვიძებ თქო. ინნე ხაჭაპურის ცხობას მორჩა და ტუალეტში შევიდა მე დრო ვიხელთე და ჩავრთე დოტა როცა თორმეტი იყო დაწყებული. შიგნით ვიკითხე ახალი წელი უნდა მოვიდეს და მაგ დროს რომ ცოტა ხნით დავაპაუზოთ თამაში თქო? ბავშვს უნდა მოვატყუო ვითომ თოვლის პაპამ საჩუქრები აივანზე ჩამოუყარა თქო. არაო ჩვენ სხვა სასაათო სარტყელში ვართ და სულ ყლეზე გვკიდიაო. ყველაზე ახლოს იყო სამი რუსი ერთ საათში უდგებოდათ. კაი აბა რა მექნა მივატოვე არადა რიკით ვიყავი კაი ლეველზე. ბავშვი სულ სხვა სათამაშოს ელოდებოდა რაღაც ყლეობას და ლეგო ტექნიკირომ დაინახა მასე თქვა: "აუ ბიჭო ლეგო ტექნიკი". მე ცოტა არაყი დავლიე. ინნეს დაღლილობისგან ჩაეძინა და მეორე დღეს ვაბშე არ მახსოვს რა ვაკეთე. ალბათ 10 ხელი დოტა ვითამაშე და ტარანტინოს ფილმს ვუყურე. დღეს კი ბედობაა. მინდა რომ რამე კარგი დამებედოს დილით ინნეს ჩავუწექი ლოგინში და ზოგიერთ ადგილზე ხელი მოვკიდე მაგრამ ახალ გაღვიძებულზე ცუდი ხასიეთები აქვსდა წიხლი მკრადა გადმომისროლა. შემდეგ ჩაი გავაკეთე (მუქი). ხაჭაპური გავაცხელე და ბავშვს გავუყავი. ინნე საცივს გეახლათ. საცივი ინნეს. შემდგომ მედოკო დავაყოლეთ. მე ბოლო ყლუპები მუქი ჩაის დავიტოვე. ხალათა მოვიცვი გავედი აივანზე და მოვწიე. მოწევის დროს გავიფიქრე დილით ცხვირს რომ ვიხოცავ სისხლებს რატომ ვასხავ თან. შედგომ ინნემ საბავშვო ბილეთები იყიდა ახლმეტელის თეატრზე. ისენი წავლენ სპეკტაკლს ნახავენ მე ზაადნო მშობლებს ვნახავ. ჩანთაში ფინლანდია მაქვს და მატარებელში ვარ თან ვწერ. აი ამდენი რამე დავიბედე.

2016 1 იანვარი