გაზამთარის ცივი შუაღამე იდგა. კორპუსებს შორის უკანაკსნელი windows xpის გამორთვის ხმა გაისმა. ბოლო იმედები გადამეწურა. გზას გავუყევი და გიას წყლისგან ყელი ჩავიტკბარუნე. ბორდიურები მიყრილ მოყრილიყვნენ ჭიან კბილებიან პირივით. მანათობელ ლამპიონის ქვეშ. ფეხი არყის ბოთლის ნარჩენებში წავყავი და სულ ტკაცატკუცი გავადენინე. დამღვრეული ლუდიდან ბირჟის სულები დაბორიალობდნენ. წამლად ერთი კატაც არ ჩანდა ნაგვისყუთებთან. დახურული მაღაზიიდან უიმედო სიბნელე გამოდიოდა. რაც სიგრძე მქონდა ის სიგანე მომცემოდა. უმოწყალოდ გაეფანტათ ჩემი ფიქრები კუჭის წვენებს. ცხოვრებაში პირველად ძალიან სერიოზულად მშიოდა.