11 August 2018

მეგი და შესვენებები

არავინ იცის რომ მოფსმის დროს ადამიანები მიფრინავენ. მართალია უმნიშვნელოდ მაგრამ თქვენ რომ შეგეძლოთ უფრო ბევრის და უფრო სწრაფად მოფსმა, კოსმოსში გასაფრენად რაკეტა არ დაგჭირდებოდათ, იმიტომ რომ ყოველი ქმედება იწვევს უკუქმედებას. რადგანაც ეს საკითხი რთულია, ადამიანები ძირითადად მუშაობენ სამსახურებში და შემდეგ სვამენ, ან ვერ სვამენ იმ მიზეზით რომ არავინ ყავთ, ისეთი ვისთანაც ერთად დალევდნენ. მეც რათქმაუნდა თავიდანვე გამოვედი უნივერსიტეტიდან და მუშაობა დავიწყე. თავისდროზე ძალიან ჭკვიანი ვიყავი, მაგრამ როგორც კი მუშაობა დავიწყე მივხვდი რომ ეს იქნებოდა ყველაზე ცუდი რაღაც რისი გაკეთებაც ცხოვრების განმავლობაში მომიწევდა. ხანდახან სამსახურში მისვლა მეზარებოდა, ხან პირიქით სახლში წასვლა. ამიტომ სალაშქრო ინვენტარი სამსახურში წავიღე და პირდაპირ მაგიდის ქვეშ პარალონზე მეძინა, საძილე ტომარაში. ტუალეტიც იქვე გვქონდა და აბაზანაც. ხანდახან მარტო გავდიოდი დასალევად, იმიტომ რომ ჩემს შეყვარებულს სმა არ უყვარდა. ხანდახან ვიღაც უცხო ადამიანები სვამდნენ ქუჩაში და მეც ვუერთდებოდი. სმა თავიდანვე მიზიდავდა, როგორც კი ვთვრებოდი მაშინვე ჩემთვის ძალიან მისაღებ პიროვნებად გადავიქცეოდი და უიმედოდ ვუყურებდი ჩემს მომავალს. ერთერთი სმის დროს მეგი გავიცანი. თმები ბიჭურად ჰქონდა შეჭრილი. უცნაურად ეცვა და უცნაურად ლაპარაკობდა. მოკლედ გულზე დიდად არ მეხატებოდა.

შესვენებებზე ჩემი შეყვარებული გამოდიოდა ჩემთან სამსახურში. კიტრით პომიდვრით და ყველით გაკეთებული ბუტერბროდები გამოჰქონდა. ზოგჯერ ბუტერბროდებში სალათის ფურცელიც იყო, რაც ძალიან მომწონდა.

როდესაც ჩემს შეყვარებულს არ ეცალა, შესვენებეზე მეგი მოდიოდა. მეგის არაფერი მოჰქონდა. სამაგიეროდ ლუდს ვყიდულობდი და ვსვამდით ხოლმე. შემდეგ უცნაურ რაღაცეებს მეკითხებოდა. ქალაქის ქუჩებს მაინც და მაინც კარგად არ ვიცნობდი. ამიტომ ხანდახან ვსეირნობდით. ზოგჯერ არაყსაც ვსვამდით. არაყი მე ძალიან მიყვარდა, გოგონები რატომღაც თავს იკავებდნენ არყის დალევისგან.

მეგის ერთი უცნაური თვისება ჰქონდა. უცბად, სეირნობის დროს მოფსმა მოუნდებოდა ხოლმე. მე ვეუბნებოდი, არაუშავს, მოითმინე, მე შემიძლია მთელი დღე მოვითმინო თქო. მეგი კი ამბობდა კარგი. მაგრამ ხუთი წუთის შემდეგ ცხოვრებაში ყველაზე მიზანმიმართული სახით შემოტრიალდებოდა და იტყოდა: ერთ წუთში სადმე თუ არ შემიყვან მოსაფსმელად მეტის მოთმენა აღარ შემიძლიაო. მე მივიხედებოდი, მოვიხედებოდი და ვერაფერ შესაფერის ადგილს ვერ აღმოვაჩენდი, მაგალითად გარდა სტომატოლოგიური კლინიკისა. მეგი იტყოდა შედი აბა მანდ და ჰკითხე თუ შეიძლება რომ ჩემი მეგობარი ტუალეტში შევიდესო. მე მეუხერხულებოდა. რაზეც მეგი მკაცრად მპასუხობდა რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შუა ქუჩაში მოფსამდა, პირდაპირ სადაც მანქანები დადიან იქ. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და მასეთი რაღაცეების კეთება მერიდებოდა, მაგრამ შემდეგ შევდიოდი მაგალითად სტომატოლოგიურში და ვეუბნებოდი, ჩემს მეგობარს ძალიან უჭირს და თუ შეიძლება რომ თქვენი ტუალეტით ისარგებლოსთქო. მე ძირითადად უნდობლად მიყურებდნენ, მაგრამ როგორც კი მეგის დაინახავდნენ მაშინვე გაუღიმებდნენ და ტუალეტთან მისვლას ასწავლიდნენ. მე ვერ ვხვდებოდი რატომ უღიმოდნენ. ვიდრე ტუალეტში იყო ვფიქრობდი რომ მეგი მოფსმის დროს ცოტათი კოსმოსში მიფრინავდა.

18 October 2016

საბვეის სენდვიჩი

იტალიური პიკანტური.
მთლიანი პური ქუნჯუთის მარცვლებით.
მდნარი ყველის ორი ბურთულა.
სალათის ფურცელი (შედარებით ცოტა).
პომიდორი.
ბულგარული.
ზეთის ხილი (შედარებით ბევრი).
ბევრი ორეგანო.
პარმაზანი.
ძმარი (2 ხაზი).
ზეითუნის ზეთი (2 ხაზი).
ჩიპოტლე (2 ხაზი).

2016.

(2018 წლის რედაქცია)

21 July 2016

ხაჭაპური

შესაძლებლობის თვალსაზრისით ყველაზე ჩვეულებრივ პარასკევ დილით, ცხიმიან დახლზე, მოხდა ათი ხარისხად ბევრჯერ კვადრატში, რაც ტრილიონზე ტრილიონჯერ მეტიც შეიძლება აღმოჩნდეს, შემთხვევაში ერთხელ მოხვედრადი შემთხვევა, რომლის ფარგლებშიც ხაჭაპურის ყველში, ზომაზე მეტად წარმოდგენილი მჟავიანობის გამო, ჩაორთქლილ ცომში არეული ყველის ატომურ ნაწილაკებში, მოძრავმა ელექტრონებმა, იმერული ხაჭაპურის ზედა და ქვედა ფენებში პოტენციალთა სხვაობის გაჩენის შემდეგ, რომელიც გამოწვეული იყო მჟავიანობის მატებით, სუსტი მოძრაობა დაიწყეს. შემთხვევის უნიკალურობას განაპირობებდა არა ისეთი იშვიათი მოვლენა როგორიც ამჟავებული ყველი არის, არამედ ყველისა და ცომის შემადგენელი ნივთიერებების მოლეკულების შემთხვევითად მიღებული სპეციალური განლაგება, განმაპირობებელი მოლეკულებში შემავალი ელექტრონული მუხტის სხვადასხვა რაოდენობით გადაცემის მეზობელ მოლეკულებთან, რომლების ჯამურმა მიმოცვლამ მათემატიკური თვალსაზრისით წარმოქმნა ინფორმაციული ნაკადი რის შედეგადაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ხაჭაპურმა როგორც ერთმა მთლიანობამ და სრულფასოვანმა მოაზროვნე არსებამ თავის თავის თავადვე გააზრება შესძლო და გაკვირვებისგან თავისივე ენაზე გაიფიქრა ისეთი რამ რაც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გადაითარგმნებოდა როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალზე ხშრად მოხმარებად ერთსიტყვიან გიგანტურ აზრთა შეთანხმებად კერძოდ კი წარმოდგენილს როგორც "ბლიად".

თავის თანამოძმეებთან შედარებით გარეგნობა შესაშური არ ჰქონდა, მაგრამ სამაგიეროდ დანარჩენ ხაჭაპურებს აზროვნება არ შეეძლოთ. ამავე მიზეზით ერთადერთი ხაჭაპური აღმოჩნდა რომელიც პარასკევ საღამოს დახლზე შემორჩა და მცხობელმაც კი ისე დაიწუნა რომ იმის მაგივრად სახლში შვილებთან წაეღო შუაზე გასაჭრელად, დახლის ქვემოთ ჟარუნაზე მიუჩინა ადგილი და სახაჭაპურე ჯიხური ორშაბათამდე დაკეტა.

ჰაერის ტალღების მოძრაობით ხაჭაპურის გარე ფენებში აღძრულმა ვიბრაციებმა ელექტრონების მოძრაობის სტიმულაცია გამოიწვიეს, რომლებმაც საბოლოოდ ხაჭაპურის გულში კონცენტრირებულ ყველიან სააზროვნო ცენტრში დაიწყეს მოხვედრა. ერთ დღეში ხაჭაპურმა შეძლო გარე სამყაროში მობინადრე არსებების ჰაერტალღოვანი კომუნიკაციის ძირითადი ფორმების და შინაარსების გარჩევა, იმავე შემთხვევითობის იშვიათობის ხარისხის წყალობით რომელმაც ხაჭაპურის ყველიანი ცომის ქსოვილში ჩამოაყალიბა წინასწარ წონებ კარგად გადანაწილებული ნეირონული ქსელი.

ფარდობითად დროის იგივე პერიოდში, სამყაროში მოხდა ორი უცნაური და ერთი არასასიამოვნო შემთხვევა. შორეულ კოსმოსში წარმოიქმნა ორი ბოლცმანის ტვინი და შემდეგ ისევ გაქრა, ქუჩაში მშვიდად მიმავალ ადამიანს თავში გაუარა მატარებლის რელსის ნაგლეჯმა რომელიც ასევე სრულიად შემთხვევით მოხვდა ქუჩაში მშვიდად მიმავალი ადამიანის თავს ზემოთ, ადამიანის თავში გამავალი ტრაექტორიით და გაიყოლა ადამიანის ტვინის ქსოვილის 95 პროცენტი, რის შემდეგაც ადამიანი გადარჩა და გააგრძელა სტანდარტული მოღვაწეობა და ამ ადამინის ადგილმდებარეობიდან ოციათას კილომეტრსა და ოთხომცდასამ წელში გაიღვიძა პროგრამისტმა გურამმა, ძალიან ცუდ ნაბახუსევზე, უკდურესად ცუდი გუნება განწყობილებით, რომელიც განპირობებული იყო მასში გასული კვირის განმავლობაში კაპიტალისტური სისტემისგან ჩატოვებული სულიერი ტრავმებით. გარდა იმის რომ სული არ არსებობს კაპიტალისტური სისტემის ძალადობა პროგრამისტებზე შემოიფარგლება სამსახურში ორ საათზე გამოცხადების შეზღუდვით და ფიქრის იძულებით.

გურამმა გაატარა შაბათის დღე ლოგინში და შეძლებისდაგვარად ფიქრში. რომლის ფარგლებშიც იმ დასკვნამდე მივიდა რომ რაღაც უნდა ეღონა. კვირას შუადღით შეატყო რა ნაბახუსევის მდგომარეობა მის ორგანიზმში პოზიციებს მნიშვნელოვანწილად თმობდა, გვერდი იცვალა და სრულ გამოჯანმრთელებას დაელოდა, რის განმავლობაშიც გათენდა ორშაბათის ჩვეულებრივი დილა დანარჩენი ადამიანებისთვის, ხოლო არაჩვეულებრივი გურამისთვის, რადგან გურამის პლანეტაზე მოცემული მომენტისთვის გურამის გარდა არავინ აპირებდა მთელი სამყაროს წინააღმდეგ გალაშქრებას. გურამი შემართებით წარმოსდგა ლოგინიდიან, თავბრუ დაესხა და იატაკზე გაიშალა. შემდეგ ისევ წამოდგა და დაასკვნა რომ მისი ორგანიზმი, სააზროვნო აპარატის ჩათვლით, უმაღლესი პრიორიტეტით საჭიროებდა საკვები ნივთიერებების მარაგის შევსევას. შორტები ამოიცვა, შესაბამისი მოძრაობები შეასრულა მაისურისა და ფეხსაცმლის წყვილისთვის და მისი რესურსების გათვალისწინებით შეძლებისდაგვარად გაეშურა სახლიდან, დილის ათი საათისთვის თითქმის უჩვეულო თვალისმომჭრელ სიცხეში.

დახლიდარმა უგულვებელჰყო ჩიტების საამური დილის ჭიკჭიკი. მოზილა ცომი. გააკეთა გუნდები. ჩაატარა სპეციალური პროცედურები, მოათავსა დილით ადრე ბაზარში ნაყიდი სამწუხაროდ მარილიანი ყველი თავის ადგილზე. გადაიტანა ყველიანი გუნდები ჟარუნაზე, რომელზეც ღამეების განმავლობაში დახლის წინ შეკრებილი არყის მსმელი ადამიანებისგან მიღებული შთაბეჭდილებების გადააზრების ღრმა შემოქმედებითი აზროვნების პროცესებით გადაღლილი წინა პარასკევიდან შემორჩენილი მოაზროვნე ხაჭაპური დასვენებით მდგომარეობას მისცემოდა. გამოიღო თხუთმეტი წუთის შემდეგ. გამომცხვარი ხაჭაპურები ჟარუნიანად მოათავსა დახლზე. ახლებური ელფერის შესაძენად ცხელ მოაზროვნე ხაჭაპურს გადაუსვა კარაქი. რამაც მის ვიზუალურ მხარეს დიდად მაინც ვერაფერი შესძინა. ჩამოჯდა სკამზე. ჩართო ტელევიზორი და მიეცა აღმოსავლური სერიალის გმირების ღრმა ტრაგიკული ბედის მთელი არცისე მორჩილი ტანით გაზიარებას.

რომლით ტკბობაც დახლთან უდროო დროს მომდგარმა ახალგაზრდამ შეაწყვეტინა, რომელიც ზუსტად ლარს და ოთხმოც თეთრს აწვდიდა. ქალბატონი დახლიდარი ზედმეტი სიტყვების გარეშე მიუხვდა ცუდ ფერზე მდგომ ახალგაზრდას გულისნადებს. რადგან იმერული ხაჭაპური ერთი ლარი ღირდა, ხოლო პატარა შუშის ბოთლის კოკაკოლა ოთხმოცი თეთრი და გაუწოდა მაცივრიდან ახლად გამოღებული ჯერ კიდევ თბილი კოკაკოლა ხაჭაპურთან ერთად. "შენი დედა მოვტყან" მთელი ძალით და ღონით გაიფიქრა მოაზროვნე ხაჭაპურმა იქვე დახლთან ღამეების განმავლობაში შეძენილი ლექსიკური მარაგის მოშველიებით, როდესაც მიხვდა რომ მის თავს რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა.

მოაზროვნე ხაჭაპურის ფიქრებისთვის გურამს ყურადღება არ მიუქცევია ისე გადაუშვა ლუკმა ლუკმად აქნილი რამდენიმე თვალის დახამხამებაში კუჭში, ხოლო ის ლუკმები როლმებმაც საყლაპავ მილში გაჭედვა გადაწყვიტეს გურამმა თბილი კოკაკოლით ჩარეცხა. გადადგა პირველი შემართული ნაბიჯი მთელი სამყაროს წინააღმდეგ, მუცელში იცა მუშტი, მოიკეცა სამად, არწყია, გაიფიქრა იგივე რაც ხაჭაპურმა სიცოცხლის ბოლო წუთებში, გამოყლევდა და მოკვდა ხოლო გურამის კუჭის მჟავაში განადგურდა კოსმოსური სივრცეების დაბყრობისთვის საჭირო ყველა მათემატიკური ფორმულა რომელიც ალიონზე იმერულმა ხაჭაპურმა მოიფიქრა.

03 June 2015

ზღვის გამომძიებელი

მივდიოდი ქუჩაში. მზე ყველგან დამყვებოდა და იღლიებიდან ოფლს მასხმევინებდა. შავი მაისური ჩავიცვი. თავი გადავიპარსე. წვერიც. ვიტრინაში ჩავიხედე და ჩემს შრამიან სახეს მწველი მზერა ვესროლე. ახლა უკვე ნამდვილი დეტექტივი ვიყავი. გამოვთვალე რომ შავს ყვითელი მოუხდებოდა, ამოტომაც ფანტა ვიყიდე. ნახევრით წყურვილი დავიკმაყოფილე. დანარჩენი სითხე ფერის გამოსაყენებლად დავიტოვე ბოთლში და ქუჩა გავაგრძელე. ვიფიქრე რა არის ცხოვრებაში მთავარი კითხვა. ფიქრი მართალი არ აღმოჩნდა. გზაში შემომხვდა ჩვეულებრივი ნაცნობი, სამოგზაურო ზურგჩანთით. კითხვა გავმართეთ. მე ვკითხე სად მიდიოდა. მთაში მივდივარ მიპასუხა ნაცნობმა. რაც ძალიან გამიკვირდა. დიალოგი ასე გამოიყურებოდა:
- გამარჯობა
- გამარჯობ გურამ - მომესალმა ნაცნობი.
- საით გაგიწევია ?
- მთაში.
- კიმაგრამ ზღვაზე რატომ არ მიდიხარ ?
- ზღვას რაღაც სჭირს.

ფანტა დავლიე. ბორდიურზე ჩამოვჯექი და საგონებელს მივეცი. მაშინათვე თურქული ტრაილერი გავაჩერე და ბათუმისკენ გავეშურე. ექვს საათში ზღვა გამოჩნდა ჰორიზონტზე. მძღოლს დავემშვიდობე და ზღვასთან მივედი. ზღვა ჩვეულებრივად ღელავდა. ტალღებით ქვებს აგორავებდა და ხმებს გამოსცემდა. კარგად ყოფილა. გავიფიქრე მე და იქვე მახლობელ ლუდის ჩამოსასხმელს მივმართე.

მამაჩემი

როცა ვიყავი ექვსი წლის და არ მქონდა პიროვნება, მამაჩემი უაღრესად მოწესრიგებული ადამიანი იყო. ამავე ასაკში მამაჩემმა ამიხსნა რა არის ორბიტა, მზის სისტემა, მერკური რომ ყველაზე ახლოს არის მზესთან და მთვარე რომ არ არის ნახატი ცაზე და გავს ნავთის ლამპის გარშემო მბრუნავ, საზამთროს გარშემო მბრუნავ, ნესვს, რომელსაც საზამთროს ჩრდილი ეცემა. ასევე რომ ბევრი რელიგია არსებობს და კიდევ როგორ დავწეროთ ელემენტარული პროგრამა საბჭოთა კომპიუტერზე, ბეისიკის ენაზე. მაგრამ ერთხელ:

მივდიოდით ორნი. მამაჩემმა დალია. გაჩერდა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან. მითხრა ორი რამე: 1. მანდ დამელოდე. 2. მაგათი დედა ვატირე. დადგა ჭიშკართან და საავადმყოფოს ეზოში შეაფსა.  მობრუნებულმა კი აღნიშნა: მაგათი დედა ვატირე.

მივდიოდით სამნი. მე და ჩემი კლასელი. მამაჩემმა მითხრა ერთი რამე: დათო ჩამოყალიბებული კაცია. თვითონ წყვეტს სად გაიაროს და როგორ, რომ ტალახში ფეხი არ ჩადგას. შენ კიდევ მე მომყვები უკან.

ავიღე 20 თეთრი და ვიყიდე ფუნთუშა. შემხვდა სანდომიან ტანსაცმლიანი კაცი. მითხრა: მეგობარო დილიდან არაფერი მიჭამია და ერთ ლუკმას ხომ ვერ მომაკბეჩინებდი? მივეცი. დამიბრუნა ერთი ლუკმა. დანარჩენი შეჭამა. თავი უმწეოდ და დაჩაგრულად ვიგრზენი. წამოვედი და მამაჩემს მოვუყევი ყველაფერი. მამაჩემმა დალია და მითხრა ერთი რამე: არ მაინტერესებს რას მიყვები. კაცი ეგეთ საკითხებზე არ უნდა დაწვრილმანდეს. ვიფიქრე რა სისულელეს ამბობს მამაჩემი.

მივდიოდით ორნი. ერთხელ მამაჩემმა დალია და გაჩერდა და მითხრა ერთი რამე: ჩვენ ვართ სამნი. მესამე არის ეს გოგონა, რომელიც ციგურებით ჩვენს გარშემო დადის. გოგონას უნდა რომ გვაჩვენოს ამას როგორ მოხერხებულად აკეთებს. რადგან ეს არის ქალის ბუნება. ვუყურეთ ათი წუთი და გზა გავაგრძელეთ.

თითქმის ყოველ ღამე როცა ვფსამ მთვრალი, რომელიმე საავადმყოფოს ან დაწესებულების კარებთან, შინაგანი ხმა მეუბნება: რა წესია, ეს რანაირად იქცევი. მე ვპასუხობ: ერთ მაგათი დედაც მოვტყან.

ერთხელ მეგობართან ერთად კომპანია დავაფუძნეთ. მინდოდა მეკითხა მე რამდენი წილი შემხვდება, მაგრამ გამახსენდა რომ კაცი არ უნდა დაწვრილმანდეს და აღარ ვიკითხე.

როდესაც ვინმე ვალს მიბრუნებს, რათქმაუნდა ფულს დაუხედავად ვიდებ ჯიბეში, იმიტომ რომ კაცი არ უნდა დაწვრილმანდეს. ხანდახან სახლში ვითვლი ხოლმე, იმის დასადგენად მევალე სანდო ადამიანია თუ არ.

ისე მომწონს რომ კაცი არ უნდა დაწვრილმანდეს, რომ სულ ვფიქრობ, როდის ვეტყვი ჩემს შვილს. როცა წამოიზრდება, თუ ბუნებრივად არ დაუდგება ამის სათქმელი შემთხვევა, ვინმეს დავიქირავებ, რომ სიმწრით ნაყიდი ჩიზბურგერი სთხოვოს და უკან მხოლოდ ერთი ლუკმა დაუბრუნოს.

მოგვიანებით დამეძინა და სიზმარში ვნახე დედამიწის ორბიტაზე ვიყავით. დედამიწის ატმოსფერო გამჭვირვალე ჟელე იყო და ატმოსფეროში გახვეული პლანეტა ერთი დიდი მწვანე წვეთივით გამოიყურებოდა კოსმოსში. მე და მამაჩემი დამტვრეული თანამგზავრების ნაგავს ვალაგებით. მე ვზარმაცობდი, მამაჩემი შეუჩერებლად მუშაობდა და თან რაღაც ამბებს მიყვებოდა. როცა მორჩა დალაგებას ატმოსფეროში ჩაყვინთა, საიდანაც ბუშტები ამოვიდა.

27 January 2015

თებერვალი გადის

ყოველთვის როცა დილით კუჭში გავდივარ, ვფიქრობ რამდენი დრო გავიდა რაც დავიბადე. ყველაფერი კარგი ბავშვობაში დარჩა ვითომ. იმიტომ რომ მაგალითად როცა ვიჭინთები თან ვცდილობ ზუსტად იმ მომენტში მოვიფიქრო რისი კეთება გამიხარდებოდა დღის განმავლობაში, ან რამე მიზანი ხომ არ დავისახო, მაგრამ ვერაფერს ვიფიქრებ. ფარხმალი ჯერ ბოლომდე დაყრილი არ მაქვს, როცა გონება სავსეა მხოლოდ სამსახურში გასაკეთებელ საქმეებზე უნებურად მოცურავე ფიქრებით, ერთადერთი გამოსავალი სმა არის, ისიც პარასკევობით. სამწუხაროდ მეათე ჭიქის შემდეგ პირდაპირ თვალებს ვახელ და უკვე დილა არის, თან თავი მტკივა. ერთ დილასაც პახმელიაზე ძალიან გავიჭინთე და ტრაკი მეტკინა. ისე რომ მთელი კვირა თავი არ დამავიწყა. ერთხელ ჩემს თანამშრომელს ვუთხარი წამო დავლიოთ თქო და მიპასუხა არ მესმევა ბუასილი მეწყებაო. ახლა კი გეტყვით ჩემი თანამშრომლის სახელს რადგან ტრაკი ისე მეტკინა რომ ჩემი თანამშრომელი შემეცოდა და უნიტაზზე ჯდომის დროს მასზე ლექსი დავწერე, ლექსების წერა დიდად არ გამომდის მაგრამ მაინც:

როგორც ალიონზე
მზიდან რვა წუთის წინ გამოგზავნილი პირველი სხივები
დედამიწის ჰორიზონტზე დამკვირვებელთან მიმართებაში.

როგორც ბრძოლის ველზე
ჯარისკაცებში შევარდნილი პირველი ტანკის ქვეშ შევარდნილი გმირის ხელში
გახსნილი ნაღმის ფითილში ჟანგბადის წვა
პირველი წამის მეასიათასედში.

როგორც ბავშვის პირველი ნაბიჯები.
როგორც წვიმის პირველი წვეთები.

როგორც პირველი ყოჩივარდები თოვლის ქვეშ
გაზაფხულის წინ
ზამთრის ბოლო დღეს
ძალას იკრებდა ბუასილი გურამის ტრაკში როგორც ყვავილი.















01 May 2013

გურჯაანის ქრონიკები



უდაბნოში შეკრებილ ქვიშის ჯრგჯოში ჯრაგს ჯობი დაეჯრაჯა. მახლოდ ქვიშასა და ქვიშაში დაედო ქვა. გამოირბინა ხვლიკმა და მიაფსა. ქვამ დაიშიშხინა. ნახევარი შარდი ააორთქლა ნახევარი კი ჩრდილქვეშ შეიფარა. ეს დაინახა გურამმა და გული აუჩუყდა. ერთი არყის ჭიქა შარდი ჰქონდა შარდის ბუშტში. მაგრამ კეთილი გახლდათ და რითაც შეეძლო ქვას მიეხმარა. ქვამ გურამს მადლიერებით ეგდო და გურამის შარდიც ხვლიკის შარდს მიუმატა ჩრდილქვეშ. ქვა რამდენიმემაგად უფრო ბედნიერი გახდა.

გურამმა გაიფიქრა ორი კურდღლის შვილი და ერთიც ძაღლის რომ მაპოვნინა რა კარგ ფერმას ავაშენებდი თუ კურდღლები საწინააღმდეგო სქესების იქნებოდნენ. გზაზე მჯდარ კაცს ორი კურდღელი და ერთი ლეკვი გამოართვა და თავისი გამდიდრების გეგმაც გაანდო. მჯდარ კაცს ძალიან მოეწონა გურამის გეგმა და შეუქო. მაგრამ იქვე დასძინა რომ გეგმის თითქმის ყველა პროცენტი ცარიელი გულუბრყვილობა არის. შეიძლება რომელიმე კურდღელს რამე დაავადება შეხვდეს და გეგმის ჩანასახშივე გეგმასთან ერთად მოკვდეს. გურამმა დაამშვიდა და განუმარტა რომ ალტერნატიული გეგმაც ჰქონდა რომელსაც აამოქმედებდა ერთერთი კურდღლის გარდაცვალებით გამოწვეულ ფორსმაჟორულ სიტუაციაში. კერძოდ გარდაცვლილ კურდღელს დაკრძალავდა. ძაღლს აყეფებდა. ხოლო დარჩენილ კურდღელს საცივად გადააკეთებდა. კაცი გაუნაწყენდა და უთხრა რომ საჭმელად არ ჩუქნიდა კურდღლებს და კიდევ ერთი კურდღელი დაუმატა რომლითაც გარდაცვლილ კურდღელს ჩაანაცვლებდა საჭიროების შემთხვევაში.

სახლში მისულმა გურამმა ნახევარი კვერცხით და არყით ისადილა. ყვითელი უდაბნოს ალმურს გახედა ფანჯრიდან. მოეწონა რომ ფანჯარაში ყვითელი ფერი ჩანდა ხოლო სახლში ლურჯი კომპიუტერი და წითელი კლავიატურა ედგა. სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა რაც სწორნაწლავში დაგროვილმა გადამუშავებულმა საჭმელმაც იგრძნო. განავალი ცნობისმოყვარეობით განიმსჭვალა და სურვილი გაუჩნდა საკუთარი თვალით დაენახა სამივე ფერი, ამიტომაც ტრაკს მოაწვა მაგრამ გურამმა ვერ მიართვა და ტუალეტში გაემართა მეტიჩარა ფეკალიებისთვის თავის ადგილის მისაჩენად. ტუალეტის კარების გაღებისთანავე გურამს ეჭვი შეეპარა თავის სიმკაცრეში. ტუალეტის კარები ღია დატოვა და უნიტზზე ფეხებით დადგა. რითაც განავალს საშუალება მიეცემოდა უნიტაზში ვარდნის დროს წამის მერამდენიმედი დროით დამტკბარიყო ფეხებსშუა ტუალეტის ღია კარების გავლით გადაშლილ ხედით. რომელშიც სამივე ფერი კარგად მოსჩანდა.

კუჭში გასვლის დროს ისეთ საინტერესო თემებზე ჩამოვარდა საუბარი მასსა და გონებას შორის რომ პირდაპირ აღფრთოვანდა. გონებამ დასვა საკითხი თუ როგორი უნდა იყოს კარგი ადამიანი. გურამის აზრით კარგ ადამიანს დახარისხებული უნდა ჰქონდეს აზრები და სურვილები ისე როგორც კარგი სახლი უნდა იყოს დალაგებული. შემდეგ გონებამ დასვა საკითხი. რა არის ადამიანისთვის მთავარი. გურამმა უპასუხა. ზურგჩანთა. გონებამ წარუდგინა კაცი მხარზე გადასაკიდი ჩანთით. შენ არა. გასწია კაცი გვერდზე გურამმა. ზურგჩანთა და არა მხარზე გადასაკიდი. მაჩვენე შენი ზურგჩანთა და გეტყვი ვინ ხარ შენ. მაშინ გონებამ გამოიყვანა ზურგჩანთიანი კაცი. რამდენი ბოთლი გეტევა ? კითხა გურამმა ზურგჩანთიან კაცს. ამ დროს ტუალეტის იატაკზე გამოვიდა ნამის ჭია. ეტყობოდა უნდოდა ესარგებლა შემთხვევით და ღია ტუალეტის კარებიდან სახლში გასულიყო. მაგრამ ზღუდეზე ფეხი უსრიალდებოდა და ისევ ტუალეტის იატაკზე ვარდებოდა. გურამმა შეუთვალა მოვრჩე ტრაკის გამოწმენდას. ჩამოვალ უნიტაზიდან და ჩუსტს დაგაბიჯებ ! არ უყვარდა გურამს ჭიები. წმენდა გააგრძელა და ზურგჩანთიან კაცს მიუბრუნდა. რამდენი ჯიბე გაქვს ?  What ? უპასუხა კაცმა. ა უცხოელი კაცი ყოფილა. არ ვიცი ინგლისური. უთხრა გონებას გურამმა. ნამის ჭიამ მეასე გასვლის ცდაც უშედეგოდ დაამთავრა. გურამმა ტრაკში გამოსმულ ქაღალდს დახედა. ქაღალდი უკვე ღრუბელივით სპეტაკი თეთრი იყო. რაც წმენდის დასასრულს ნიშნავდა. ნამის ჭიის ბედზე დაფიქრდა. ისიც ისე დადის ტუალეტში როგორც მე უდაბნოში. რაღაც საერთო გვაქვს. ამიტომ იყოს აქ. მაინც ტუალეტს ვერ გასცდება. თან არ იკბინება.

გურამმა ხელები დაიბანა. კომპიუტერი ჩართო და ფეისბუქში შევიდა. 1 ფრენდ რექუესთი ქონდა უდაბნოს ქვისგან. გურამმა დაიმატა ქვა მეგობრებში და თავის შესაქცევად ქვის ფოტოალბომების დათვალიერებას შეუდგა. როგორც ჩანდა ქვა ბედნიერი გახდა მის ჩრდილში დაგროვილი შარდით რასაც ბოლოს დადებული რამდენიმე ფოტოთი უსვამდა ხაზს. ქვა ონლაინ იყო. გურამმა მიწერისგან თავი შეიკავა.

ძაღლს შეხედა. შენ რომ ყეფას დაიწყებ ნამის ჭია ტუალეტის კარის ზღუდეზე ავა. ამის ჩალაპარაკებას ცუდად დაემთხვა გურამის ფერმის გეგმის ჩაშლა. მამალი კურდღლები დედალ კურდღელს ყურადღებას არ აქცევდნენ და ერთმანეთთან სექსით დაკავებულიყვნენ. ოთახში ფეისბუქის მესიჯის ხმა გაისმა. გურამს გული აუჩქარდა. ფაქტი იყო ქვა სწერდა რადგან ფეისბუქში მეტი მეგობრები არ ყავდა. არყის ნახევრად სავსე ბოთლი აიღო და კომპიუტერს მიუჯდა. მალევე გაუგეს ერთმანეთს. ქვამ პაემანზე დაპატიჟა მხოლოდ ერთი პირობით თუ ნამის ჭიას ტუალეტიდან გამოუშვებდა. ქვას უნდოდა რომ მის ქვეშ დაგროვილ სინესტეს სიკეთეში ეპოვნა დანიშნულება. ქვის ქვეშ დაგროვილ სინესტეს რა ფასი აქვს თუ ნამის ჭია არ გამოყენებს. გურამმა ცოტა კი იეჭვიანა მაგრამ მაინც დასთანხმდა ქვას. კურდღლების გამრავლებიდან მაინც არაფერი გამოდიოდა და ქვასთან მეგობრობაც არ ჩაშლილიყო. ქვამ ასევე სთხოვა გურამს გამოსვლის წინ ბევრი წყალი დაელია.

შუაღამისას გურამი ჩუმად გაიპარა სახლიდან. ისე რომ ნამისჭიას არ გაეგო. რომანტიულ ვარსკვლავებიანი ღამე იყო. ქვასთან მოფსმა მოუნდა. მოფსმის დროს ცაში აიხედა და რძიანი გზის გალაქტიკის სპირალის ხაზი დაინახა რომელიც მთელ ცას გასდევდა ზოლად და ჰორიზონტზე უერთდებოდა უდაბნოს. გურამი დაფიქრდა გამოყლევდა და მოკვდა.

03 February 2013

windows xp serial

გაზამთარის ცივი შუაღამე იდგა. კორპუსებს შორის უკანაკსნელი windows xpის გამორთვის ხმა გაისმა. ბოლო იმედები გადამეწურა. გზას გავუყევი და გიას წყლისგან ყელი ჩავიტკბარუნე. ბორდიურები მიყრილ მოყრილიყვნენ ჭიან კბილებიან პირივით. მანათობელ ლამპიონის ქვეშ. ფეხი არყის ბოთლის ნარჩენებში წავყავი და სულ ტკაცატკუცი გავადენინე.  დამღვრეული ლუდიდან ბირჟის სულები დაბორიალობდნენ. წამლად ერთი კატაც არ ჩანდა ნაგვისყუთებთან. დახურული მაღაზიიდან უიმედო სიბნელე გამოდიოდა. რაც სიგრძე მქონდა ის სიგანე მომცემოდა. უმოწყალოდ გაეფანტათ ჩემი ფიქრები კუჭის წვენებს. ცხოვრებაში პირველად ძალიან სერიოზულად მშიოდა.

04 November 2012

მარიამობა

ეკლესიის ეზოში სიცივემ გამაღვიძა. თბილად ჩავიცვი და გამოვძვერი ნამიანი კარვიდან. მოსაფიქრებელი მქონდა როგორ ჩამეტარებინა დილის პროცედურები. მაგალითად როგორიც არის კბილების გამოხეხვა. სამი დღე არ მქონდა გამოხეხილი რის გამოც განსაკუთრებული შმორის გემო და სუნი მედგა პირში. გალავნს თვალი მოვავლე. მზე ჯერ არ ჩანდა. მაგრამ მაინც დილა იყო. დილის ტუალეტზე ფიქრი დამეზარა ამიტომაც სიგარეტს მოვუკიდე. უცნაურია არავის ახსენდება ეკლესია განსაკუთრებით საეკლესიო დღესასწაულებში. უკვე დაახლოებით მეექვსეჯერ დასახლებულ პუნქტში თუ მიღამდება ეკლესიას ვპოულობ და მანდ ვიძინებ. ჯერ არცერთი შემთხვევა არ ყოფილა ვინმე სიმშვიდე დაერღვიოს. ეზოს ახლოსაც არავინ არ მოდის. გუშინ შუაღამით მთვრალები პირდაპირ გზაზე ეყარნენ. ფანრის გარეშე მივდიოდი ყურადღება რომ არ მიმექცია და რამდენიმეჯერ წამოვკარი რამდენიმეს ფეხი. ერთადერთმა მანქანამ ჩამოიარა. მთელ სოფელში უკანასკნელი ფხიზელი კაცის დანახვამ ძალიან გამახარა. ხელი დავუქნიე. მძღოლმა გააჩერა კარები გააღო და გადმოვარდა. ჩემი ლაპარაკი არ ესმოდა და გზა გვაგრძელე. მთელი სოფელი გინების სევდიან ხმებში იყო გახვეული. პირველივე გალავნიანი ეკლესია სადაც დავინახე შევედი და კარავი გავშალე.

ხოლო როდესაც ნიკოტინი კუჭამდე მივიდა მივხვდი რომ აზრი აღარ ქონდა წინააღმდეგობის გაწევას სწორნაწლავთან. საზრიან მღვდლებს წინ დაეხედათ და ეზოში მომუშავე მუშებისთვის ტუალეტის აშენებაც დაევალებინათ. ნახვრეტის თავზე მოვთავსდი და მადლიერების გრძნობით გავიმსჭვალე. კუჭში გასვლის დროს ბევრ საინტერესო თემაზე ვიმსჯელე. მაგალითად დროის ნებისმიერ მოცემულ შუალედში ყველა ადამიანი ატარებს მუცლით განავალს. მღვდელის ნაწლავებიც სავსეა მაშინაც კი როცა საკურთხეველში იმყოფება. კარგი იქნებოდა საკურთხეველში შესვლის წინ ნაწლავებს ირეცხავდნენ. პირველად გული დამწყდა იმაზე რომ ფიქრისთვის ასე პროდუქტიული დრო ისედაც ცხადი ფაქტების კონსტანტირებაზე დავკარგე როდესაც შემეძლო უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გადამეწყვიტა ხოლო მეორედ იმაზე რომ მღვდლებს ხელების დასაბან სისტემაზე არ ეზრუნათ. ჯერ ნამიან ბალახს ვუსვი ხელები და უფრო გულმოდგინებით ფრჩხილები მერრე მთელი ბოთლი სასმელი წყალი დავხარჯე. რის მიუხედავად მომდევნო ღერი სიგარეტი თითქმის ხელშეუხებლად ჩავიდე პირში.

ასეთი კანონზომიერება არსებობს ბუნებაში. დილით ადრე მხოლოდ საქმიანი ადამიანები დადიან გზებზე. ღამით შეიძლება სასიკვდილოდ გაგიმეტონ მაგრამ მზის გამოჩენამდე თუ ადამიანი გარეთ გამოდის გაუვნებელყოფილი და უწყინარია. ოღონდ ეს ისეთი დილა ჩანდა მშრომელი ადამიანებიც ვერ წევდნენ თავს. ძალიან დამწყდა გული ვინმე გოგონასთან ერთად რომ არ გამეღვიძა კარავში. მარტოობიდან ფიქიკურ შეშლილობამდე თითქმის არ არის საზღვარი. ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია უზრუნველყოს თავის არა მარტოობა ყოველთვის.

მაგ სოფელს გავცდი განსაკუთრებით მსმელი ხალხი სადაც ცხოვრობდა. კიდევ რამდენიმე სოფელი გავიარე მშიერი ძაღლების მეტი არაფერი შემხვედრია გზაში. ძალიან მომშივდა. იმიტომ კიარ დილით საჭმელი რომ არ მქონდა ნაჭამი. უბრალოდ ორი დღე ვერაფერი ვჭამე. ყველა მთვრალი იყო ვერავისთან ვერ მივედი თხოვნით.

შემდეგ გენიალური არგუმენტი მომივიდა. დილით ჩვეულებრივი ადამიანებიც ნაკლებად აგრესიულები უნდა ყოფილიყვნენ. უფრო მოგვიანებით ეგეც სულერთი გახდა. ისიც კი ვიგრძენი როგორ შევიდოდი ვინმეს სახლში. დამუკიდებლად მოვძებნიდი პურის ქვაბს. შევჭამდი პატრონის თვალწინ რამდენიმე ნაჭერს. მოვთხოვდი წყალს. ვეტყოდი გამარჯობას და თუ რამე კრიტიკულ კითხვას არ დამისვამდა დავემშვიდობებოდი.

აქედან თხუთმეტ წუთში სახლის ეზოში ვიყავი. არც ძაღლი ყავდათ არც მამალი. მასპინძელოს დაძახება არ მინდოდა. დილამშვიდობისას და გამარჯობას ვყვიროდი. კაციშვილმა არ გაიღვიძა. არადა ეზოში ნედლი საზამთროს ქერქები ეყარა.

მომდევნო ეზოში დიდი დაბმული ძაღლი დამხვდა. კარგი ყეფა ამიტეხა. სახლის კუთხიდან მოხუცი ქალი მოდიოდა. ზედაც არ შემომხედა ისე გააგრძელა გზა საქათმისკენ. ჩაყარა შიგნით სავარაუდოდ სიმინდი. ერთი პირობა ვიფიქრე ყრუ ხომ არ მახლავდა. მარრა რომ მოტრიალდა ძაღლს დაუყვირა გაჩუმდიო. ძაღლიც გაჩუმდა. ძაღლს რაღაც ღირსეული სახელი ერქვა. ვერ დავიმახსოვრე. მოხუც ქალს ასე მივმართე:

გამარჯობა დიდი ბოდიში რომ გაწუხებთ დილით ადრე ერთი ნაჭერი პური ხომ არ გექნებათ ?

ამ ქალმა მიიდო ხელი ლოყაზე და მკითხა რომელი ვიყავი. ვუთხარი რომ აქაური არ ვარ. თან ოდნავ გვერდულად დავდექი დიდი ზურგჩანთა რომ დაენახა. ორი დღეა გზაში ვარ მეთქი და პურის ფული სულ გამომელია.

მოვიდა ახლოს. ნელა დადიოდა ძალიან. წელში მოხრილი. შემომხედა. გულუბრყვილოდ გაღიმების მეტი რა ვიცოდი. იმედი დავიტოვე ასე ახლოს მაინც ხედავდა.

მაინც ვერ გიცანი. თქვა ბოლოს.

სადღაც პირველი სართულის ბნელ ნესტიან ოთახში შემიპატიჟა. მითხრა არაყი აღარ მაქვს ღვინო დამიტოვეს ბიჭებმა შარშან და მაგას გამოგიტანო. წავიდა. ათი წუთი არ გამოჩენილა. ძალიან მოუვლელი ოთახი იყო. ძველი წითელი ფიცრებით იატაკზე. ყავისფერი ავეჯით. ცარიელი ცემენტის კედლებით. რაღაც პატარა საანგარიშოიანი და საათიანი დაფა ეკიდა. საათი გაჩერებული იყო. დაფაზე ეწერა "ივანე გარდაიცვალა 17 დეკემბერს" და წელი.

მომიტანა სპრაიტის პოლიეთილენის ბოთლით სტაფილოსფერი ღვინო. სამი ნაჭერი პური. ნახევარი ყველის გუნდა. რამდენიმე დღის წინ შემწვარი ცივი კარტოფილი. გამომიღო გაბზარული თეფში რომელსაც ისევე ესაჭიროებოდა გარეცხვა როგორც გვერდებ ამოტეხილ უკვე გაშავებულ თლილ ბროლის ჭიქას.

ასე ხუთი წელი იქნება ყლეზე მკიდია სადღეგრძელოებიც და სუფრა. ქუჩაში ვსვამ არაყს და სახინკლეში ვჭამ ხინკალს ლუდის მიყოლებით. მარრა რეავ მაინც მასპინძელი იყო და ვიდრე დავლევდი ივანეს ხსოვნა იყოს თქო. გაგიმარჯოს შვილოო მითხრა ქალმა.

ვკითხე შვილები თუ ჰყავდა. კი მყავსო უნდა ჩამოსულიყვნენ გუშინ და არ ჩანანო.

მეორე ჭიქაზე ვუთხარი დიდხანს ეცოცხლა.

მიპასუხა ჩემი ხნის მოიყარეო.

შენ ჭამე და მე ეხლავე მოვალო. კიდევ ერთი ჭიქა დავლიე უსადღეგრძელოდ. მაინც ცუდ ხასიეთზე ვიყავი. ცუდი გაკეთებული შაქრიანი ღვინო იყო. დაბრუნდა კალათით. დიდი მადლობა მეთქი. შენთან ერთი თხოვნა მაქვსო. სასაფლაომდე გამომყევიო. მარტო აღარ შემიძლია სიარულიო.

ვიფიქრე ჯანდაბას გავყვები. ერთი საათი მაინც ვიარეთ სასაფლაომდე. კიდევ ერთი საათი საფლავს ვერ მივაგენით. თან ეს ზურგჩანთაც წამოვათრიე. შემეშინდა ვინმე არ შესულიყო ამ ქალის სახლში. მერრე აღვაწერინე საფლავი. დავსვი ვიღაცის საფლავის სკამზე. ყველა საეჭვო საფლავს სურათი გადავუღე და ვკითხე რომელი იყო. მაგ პატარა ეკრანში რა დავინახო სათვალე არ წამომიღიაო. ვიღაც კაცმა გამოიარა გამარჯობა უთხრა და მოიკითხა. როცა წავიდა ქალმა თქვა საიდანაც მოვიდა მაქეთ წავიდეთო. სადღაც გადავუხვიეთ. ოთხი დამპალი ჯოხი ერჭო საფლავის კუთხეებში. მავთულით გადაბმული. მარტო მანდ არ ჩანდა საჭმელები დაყრილი. შემრცხვა მაგრამ მაინც ვკითხე ეს ხომ არ არის. არც წარწერა ქონდა არც ჯვარი. კიდევ კარგი ეგ აღმოჩნდა. დაიწყო ბალახების დაგლეჯვა. მეც მივეხმარე. კალათიდან ამოალაგა რაღაცეები. მე ღვინო მომცა ისევ და დალიეო. დავლიე. დავჯექი მოშორებით. ვიჯექი ასე დიდხანს. ის ქალი იდგა საფლავზე. ხმა არ ამომიღია. არც რამეზე მიფიქრია. ოთხი ღერი მოვწიე. ბოლოს წამოვედით.

რაღაც მურაბები გამომიტანა. წაიღეო. მადლობა გადავუხადე და წამოვედი. გამოვცდი სახლს მაგრამ მივტრიალდი უკანი ისევ. ეზოში იჯდა სკამზე და ძაღლს უყურებდა. რამე ხომარ დაგრჩაო. ახლოს რომ მივედი ცუდი სუნი ასდიოდა და ჩახუტება გადავიფიქრე. გზაზე თბილისის მარშრუტკა შემხვდა. გვერდზე ახალგაზრდა გოგონა მომიჯდა. ძალიან ლამაზი იყო. მთელი გზა ვფიქრობდი რომ მისი სახის უკანაც თავისქალა იმალებოდა ისეთი როგორებიც საფლავებშია. ჩამოსვლის დროს მძღოლს ვუთხარი ბოდიში ფული არ მაქვს თქო. მძღოლს არაფერი უთქვია.

11 February 2012

გასტრონომი

თოვლიანი დღე იყო. ძალიან გვშიოდა. ჩადგმულ ჯიხურში კარგი ხორცები იცოდნენ. რომ ვუახლოვდებოდით მეგობარი ცოტა შორი გზით წავიდა. კუჭი მეწვოდა უკვედა ვუთხარი ბარემ ბათუმიდან მოვუაროთ თქო. ბათუმინდან არა მაგრამ დიდუბეში მივხვდით რომ ბავშვურად ვიქცეოდით და უკან დავბრუნდით. ჯიხური დაკეტილი დაგვხვდა. ხელები ჩამოყრილი გვქონდა უკვე. გზასაც გამდგრები ვიყავით მაგრამ ერთი ბიჭი დავინახეთ აფთიაქთან გემრიელად ილუკმებოდა დიდ თეთრ ბლინებს და ლიმონათსაც აყოლებდა ერთჯერადი ჭიქით. სხვარა გზა იყო შევედით ჩვენცდა ჩიზბურგერიდა გაზიანი სასმელი ვითხოვე. ჩემმა მეგობარმაც იგივე ოღონდ ატმის წვენით. ორმაგი მომიტანეს ასპირინის დიდი ფილებით შუაში ომეპრაზოლით და ანალგინით შეკმაზული. ვერ გეტყვით რომ უგემური იყო. პიცასაც გეახლებოდით სიამოვნებით მაგრამ ფული აღარ გვრჩებოდა. თან ჩემს მეგობარს რაღაც სმექტას ატმის წვენი მოეწონა. სამჯერ გაახსნევინა ჭიქაში. მე საერთოდ მარტოსული ადამიანივარ. დამომეჩვენარომ ყველაფერთან ერთად დახლიდარმა გამიღიმა. ხალათის მკერდზე დამაგრებულ წარწერას რომ დავუწყე გარჩევა ერთხელაც აღარ შემოუხედავს.  მკერდი მკერდია ჰო ყველას გვაქვს ეტყობა მარცხენაზე რაღაც ჭირდადა შინაგანი ტკივილი გაახსენდა მაგასთან დაკავშირებით. ყოველშემთხვევაში წამოსვლისას ნოშპის სათითაო აბი დაგვირიგეს კბილის საჩიჩქნად. იმ საღამოს ჩემი მეგობარი დაბერდადა მოკვდა. მაინც კარგია ბოლოს ერთად რომ ვისადილეთ. ეგ ბოლო მეგობარი იყო. აი ასეთი კარგი მეგობარი მყავდა. თქვენ კიდევ არ იცოდით.

.

25 January 2012

ყოველ დილით

ყოველ დილით.
გარიჟრაჟზე.
ვიღვიძებ.
მაშინვე ვიხდი საბანს.
ვდგები და ვიღიმები.
ვაკვირდები როგორ მშვიდად სძინავს ჩემს შვილს.
ვკოცნი შუბლზე. მიშორებს.
თავზე ვადებ ხელს და მშვიდდება.
გრძნობს რომ მამა ვარ.
ძილს აგრძელებს.
მივდივარ ღუმელის ასანთებად.
რადგან ოთახები უნდა გათბეს.
როცა გაიღვიძებს არ შესცივდება.
სითბოს დადგომამდე პირს ვიბან.
იღლიებში დეოდორანტს ვისვამ.
ტუალეტში შევდივარ და გამოვდივარ.
ჩაიდანს ვადგამ და ძილიც მერევა.
ხელს ვუწევ მაღლა.
როცა ვუშვებ ლოგინზე უვარდება.
ყურში ვუჩურჩულებ ანდაზებს ადრე ამდგარ ცხოველებსა თუ ადამაინებზე.
ცოტა ხანში უკვე ეღიმება.
მაგრამ თვალების გახელა ისევ ეზარება.
ვუყვები რამხელა თოვლი არის მოსული გარეთ.
ნაძვის ხეები კი სულ გათეთრებულან.
თვალებს ახელს.

ყოველ დილით.
ვიღვიძებ ალიონზე.
ჩემს ცოლს საბანს ვუსწორებ.
თმებს ვუწევ.
კისერში ვკოცნი.
ხელს ვუყოფ ტრუსიკში.
მიშორებს.
მივდივარ სარკესთან.
ვიღიმები.
ვიხეხავ კბილებს.
ვისვამ დეოდორანტს.
შევდივარ ტუალეტში და გამოვიდვარ.
ვანთებ ღუმელს რომ ოთახში სითბო იდგეს.
ვსვამ ჩაის.
ვატან კარაქიან პურს ვაშლის ჯემით.
ვუწევ ხელს მაღლა და ვუშვებ.
უვარდება ლოგინზე.
ყურში ვუჩურჩულებ ამერიკის პრეზიდენტების სახელებს.
ეღიმება მაგრამ არ იღვიძებს.
ვუყვები რომ გარეთ მშვენიერი ამინდია.
თოვლი ჯერ არ დევს.
თვალებს ახელს.

ყოველ დილით.
იღვიძებენ ძაღლები.
ბეღურები.
მამლები.
დასხვა გარეული ან შინაური ცხოველები თუ ფრინველები.
ცივა და გაღვიძება არ მინდა.
ღუმელი კედლის კუთხეში დგას.
დეოდორანტი პიანინოს თავზე.
კბილის ჯაგრისი აბაზანის თაროზე.
უნიტაზი ტუალეტში.
საქმე კი არაფერი მაქვს.
ამოდის მზე.
ჯერ ფეხებზე მცხება.
ვმალავ საბნის ქვეშ.
შემდეგ ზურგზე საბნის გავლით.
ბოლოს სახეზე მანათებს.
თვალებს ვახელ.

11 January 2012

მარი როგორც მარი


კრაკოვი. 4 დეკემბერი. პირველად გავიღვიძე. ძალიან მრცხვენია ოღონდ არ ვიცი რატომ. საშვილოსნოს უკანა კედელი მტკივა. სხვამხრივ ტანზე სილურჯეები არ აღმენიშნება. მოსწავლეებს ალბათ თვალებში პირდაპირ უნდა ვუყურო.

კრაკოვი. 5 დეკემბერი. პრინციპში ერთმხრივ კარგია ჯერ არ ვბერდები. მთავარია დირექტორი ან დაცვა არ ყოფილიყო. საერთოდ რატომ ვნანობ. მარრა მახსოვდეს მაინც. დღეიდან ისევ აღარ ვსვამ. მთელი დღე ავტობუსით დავდივარ. ტელეფონს მოგვიანებით ჩავრთავ. ნეტავ გამოტოვებული ზარების სერვისი ავტომატურად არ იყოს გააქტიურებული. მსიამოვნებს გზების ყურება ფანჯრიდან როგორც ადრე. მაგრამ ეს მელანქოლია არ მსიამოვნებს. სამწუხაროა რომ ჩემგან არაფერი გამოვიდა. მასწავლებელი ხდება ის ვისგანაც არაფერი გამოდის. მუსიკის მასწავლებელი რაჩემიყლეა.

7 დეკემბერი. კრაკოვი. რაკარგი მოვიფიქრე რომ აიფონში დღიურს ვწერ. როგორც კი ჩავრთე მოსწავლეებმა დამირეკეს. ხუთმა ერთად. ღმერთოჩემო. რაღაც წვეულებაა. Respawn party. მივდივარ აბა რაყლე ვაკეოთო მარტომ.

7 დეკემბერი. კრაკოვი. What the fuck ? გავიხედოთდა ვაჟბატონი დგას ავტობუსში. ათი წელია არ მინახავს. ან კრაკოვში საიდან მოხვდა. ჩახუტება ხომ არ იცის. ხელები მაღლა ქონდა აწეული მერომ ჩავეხუტე. არადა ხომ ვიცი როგორ უნდა მაგასაც. ძალით ჩამოვაწევინე ხელები წელზე. თხუთმეტი წუთი ასე ვიმგზავრეთ. ხმა არ ამოუღია მეკიდევ ტირილი მინდოდა. კიდევ კარგი ტელეფონი ჩავრთე და წვეულებაზე მივდიოდი. მერრე ცოტა გავმხნევდი. რადროს ტირილი იყო. ეგ ხელი ტრაკზე დავადებინე. ისევ მე თორემ ეგხო რამის მომფიქრებელი არ არის. წავიყვანე ჩემთან. რამის არ წამომყვა. ვუთხარი აბაეხლა დროზეთქო. გზაში პოზას ვიფიქრებდი. რამე განსაკუთრებული მინდოდა. თან ვულგარულიც რომ არ ყოფილიყო. თან ეგ ახლა ალბათ ალუბლის გემოს გრძნობდა პირში რომგეკითხა და გული ქონდა აჩქარებული. ვკითხე მეგობრები გყავს აქთქოდა კი ღვიძლიო. ო და ისეთი მოვიფიქრე ცრემლი მომადგა. ოთახში რომ შევედით სკამზე დავსვი. მუხლებზე გადავაჯექი. არადა გადავაჯექი რა ცუდად ჟღერს მე სხვანაირად გავაკეთე ეგ. სახე დავუჭირე და ვტიროდი. რამდენი ხანი ველოდებოდი ამას. ვიცოდი რომ როდესღაც ასეც მოხდებოდა. ოთახში თბილოდა მაგრამ გახდას კიარ აპირებდა მე რომ არ მექნა იჯდებოდა ეგრე ალბათ. მერრე კალთაში ჩავუჯექი  და ზურგით მივეყრდენი. რამის წელში გამწყვიტა ისე შემომხვია ხელები. ძალიან უჭირს ემოციების გამოხატვა. ისე რა კარგი კვნესა ვიცი. სამეფო პირდაპირ. მეამაყება რომ მახსენდება. კიდევ წელი გამიოფლიანდა.

8 დეკემბერი. კარგია რომ მინეტის გაკეთება არ მთხოვა. პრინციპში უარს არ ვეყტოდი ისე მიყვარდა იმ მომენტში. გეგონება სულის ნახევარი შევივსე დაკარგული ნაწილით. ძალიან მომენატრა ბავშვი და ქმარი. აეროპორტში მივდივარ რომ დავხვდე. ბავშვს კრაკოვს დავათვალიერებინებთ. თავს მშვიდად ვგრძნობ. ერთი კვირა ვიქნებით და უკან დავბრუნდებით. გავინაბები ოჯახურ იდილიაში. როგორ მიყვარს ეგ წინადადება.


.

26 November 2011

ვარლამი ყველგანმავალი

პირველი წინადადება. მეორე წინადადება. ღამით აცივდა. მეოთხე წინადადება. კორპუსებს შორის თოვლი მოვიდა. ნუ სხვაგანაც მოვიდა. ორი ბეღურაც არ ჩანდა. ალბათ სადაც დაიძინეს ფეხებით მიეყნინნენ. გაიფიქრა ვარლამმა. წინა დღით რომ სვამდა ადრე გაიღვიძა. მაშინ როცა თოვლი ლურჯი იყო ლამპიონებთან ახლოს და ყველგან.

ვარლამს ძირითადად არ გამოსდიოდა ადამიანის ძირითადი აქტივობები რის გამოც განსხვავებული ნიჭი განუვითარდა. ანუ ფიქრი გახდა ვარლამის მთავარი საქმიანობა. თითქმის ყველაფრის მოფიქრება შეეძლო. იმისაც თუ როგორ ქონოდა წარმატება დანარჩენ აქტივობებისას. მაგრამ ამეების მოფიქრებას ყოველთვის მომავლისთვის დებდა რადგანაც ეგ დიდ მობილიზებას მოითხოვდა. განსაკუთრებით სიამოვნებდა ფიქრისთვის გემრიელი საჭმელის და სასმელის მიტანება.

თავიდან ვერ აკეთებდა გემრიელ საჭმელს და საჭმელს საერთოდ. მაგრამ ერთხელ გადაწყვიტა რომ საჭმლის შექმნაზე ფიქრში დახარჯული დრო უკვე შეიძლებოდა ტყუილად დახარჯულად არ ჩაეთვალა. იყიდა მასალა. ტაფა და სხვადსხვა ხელსაწყოები. ერთი კვირის განმავლობაში დღეში დაახლოებით სამ საათს ფიქრობდა. დაადგინა სხვადასხვა ნახევარფაბრიკატებს და ნედლეულს შორის შესაძლო კავშირების და კომბინაციების სავარაუდო შედეგები და მათი ტაფასთან შესაძლო კავშირისას მოსალოდნელი გემოს კანონზომიერების თავისებურებები. მოგვიანებით აღმოაჩინა შემდეგი ფაქტები:

1. მარილი არის აუცილებელი.
2. არსებობენ საჭმელები რომლებშიც ბოსტნეულის გემო დომინირებს და ასეთს დაარქვა ბოსტნეულის ტიპის.
3. არსებობენ ხორცის ტიპის საჭმელები. მაგრამ კვერცხიც ხორცის ტიპი საჭმელია. როდესაც მაგალითად შემწვარი კვერცხი კუჭში ჩადის აღძრული შეგრძნება ძალიან გავს ხორცის ჭამის დროს აღძრულ შეგრძნებას.
4. მთავარია ტაფა გააცხელო და მერრე დადო ზედ საჭმლის მასალა. სხვა შემთხვევაში მიიწვავს.
5. ტომატს შეუძლია დანარჩენი ინკრედიენტების გემოების გადაფარვა. ასევე ხახვს.
6. იმისთვის რომ საჭმელი გემრიელი გამოვიდეს წინასწარ უნდა წარმოიდგინო საჭმელის გემო და ყოველი ახალი ინკრედიენტი ტაფაში საჭმლის საბოლოო გემოსკენ გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს.
7. იმპროვიზირების შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია ერთმანეთში ურთიერთგამომრიცხავი კომპონენტები არ შეურიო.

ზუსტად ვერ გადაეწყვიტა კუჭის წყლული ჰქონდა თუ უბრალოდ კარგად გამოსდიოდა კულინარიაზე ფიქრი. მაგრამ ყოველთვის თვითონ არ იმზადებმდა. თვლიდა რომ საჭმლის ჭამით მიღებული სიამოვნება ვერ აბალანსებდა მომზადებაზე ფიქრში დახარჯულ დროს.

როდესაც სვამდა თავს თავიდან გაცილებით კარგად გძნობდა. ხოლო თუ მარტო სვამდა და მთვრალი ვერაფერს კარგს ვერ მოიფიქრებდა განწყობა უფუჭდებოდა. ერთი პირობა ყველა საკითხთან დაკავშირებით თავის შეხედულებებს აგროვებდა. ბევრი ფიქრისგან თუ სმისგან დროთა განმავლობაში მოვლენების ზედმეტად სენტიმენტალურად აღქმაში გამოიჭირა თავი. მაგალითად ჯერ კიდევ თუ ბნელოდა და თოვლიან კორპუსებიან ტროტოარებს ხედავდა თან ლამპიონებით განათებულს უცნაურ ხასიეთზე დგებოდა. დავუშვათ ზაფხულში შეიძლებოდა მონატრებოდა ეგ შეგრძნება და დისკომფორტი ეგრძნო.

გოგონებს მოსწონდათ ვარლამი როდესაც საინტერესოდ იქცეოდა. მაგრამ ვარლამს არ შეეძლო ყოველთვის საინტერესო ყოფილიყო ან კარგი ხასიეთი შეენარჩუნებინა დიდხანს. სამაგიეროდ თვლიდა რომ არსებობდნენ ისეთი გოგონები რომლებსაც ყველანაირი ვარლამი მოეწონებოდათ. ასეთი ვინმეების მოძებნა კი დიდ დროს და თავის დახვეწას ითხოვდა. უფრო ადვილად ეჩვენებოდა გოგონებს მოეძებნათ ვარლამი ვიდრე პირიქით. ამისათვის სულ ფიქრობდა რამე დიდის გაკეთებაზე.

კარგი არაფერი გაახსენდა. ჩაის დალევის შემდეგ პოეზია იგრძნო. დაწერა ლექსი "ჩაის ბოლოდან მეორე ყლუპი". ლექსი ასე იყო - ჩაის ბოლოდან მეორე ყლუპი კარგია. შევიდა უნიტაზთან. სამმაგი ნაკადით მოფსა. რის გამოც გაიფიქრა რომ კარგი დღე იქნებოდა. არც ისე ხშირად ხდება რომ ადამიანი ორმაგი ნაკადით ფსავდეს. მაგრამ ძალიან ცოტაა ისეთი შემთხვევა რომელიც სამმაგი ნაკადით მოფსმას გულისხმობს.

სიარულის შემდეგ ზოოპარკზე გადამავალ ხიდზე მოხვდა. ორი მურა დათვი. ორი ბენგალიური ლომი. ორი კუმაონის ვეფხვი დადიოდა თოვლიან სამ ვოლიერში. გამარჯობის თქმის მსგავსის თქმა მოუნდა. წინკმლავი განმკლავი ზემკლავი.

ახლა რაც შეეხება საქმეს. ყველაფერი მდგომარეობდა ჩანთაში. რომელიც მდგომარეობდა ქალაქში. რომელშიც მდგომარეობდა კორპუსი. რომელთანაც მდგომარეობდა ტანსაცმელი. რომელიც ემოსა ვარლამს. ანუ ჩანთა და ტანსაცმელი. რატომ ?

რისგან შედგებოდა ვარლამი. ქურთუკი შარვალი ჯემპრი ჯემპრი პერანგი ბათინკი წინდა საცვალი ხელთათმანი ფლიაგა სანთებელი სიგარეტი კევი ბრიტვა სარკე დეოდორანტი ფლეშკა მობილური. და ჩანთა ამ ყველაფრისთვის. კსტაწი ორი ქუდი ჰქონდა. შავი და სტაფილოსფერი. ჩანთა მოუხერხებელი იყო ღამის ლაშქრობებისთვის. ჩანთა იყო მხარზე გადასაკიდი. რა არის ღამის ლაშქრობა. ეს არის ესეთი რამე როცა სვამ და სადმე წასვლის ხასიეთზე მოდიხარ. შეიძლება იყოს ზღვაზე. შეიძლება იყოს ქალაქის მეორე ბოლოში ლიანდაგებიან მიტოვებულ ვაგონებთან. და ეგრე შემდეგ. მარტო არა რათქმაუნდა. არც ბიჭთან ერთად.

ვარლამი უნდა იყოს მობილური. დათვრეს იქ. გამოფხიზლდეს მანდ. ჩანთა ხელს უშლის. რა ქნას რა ქნას.

აი ზუსტად ამაშია აზრი. ბედად ისეთი ქურთუკი იყიდა ყველაფერი რომ ჯიბეებში ეტეოდა.

- ეს კარგია - თქვა ვარლამმა - ყველგანმავალი - გაიფიქრა ვარლამმა.

.


05 September 2011

ამერიკელი ჯარისკაცი

ათ აგვისტოს სუპერმარკეტში ამერიკელ ჯარისკაცს კანფეტი დაუვარდა შვიდმა ქალმა და კაცმა ერთდროულად მივაწოდეთ

.

27 July 2011

ვაზისუბანი

ვაზისუბანი მდებარეობს კალიფორნიიდან ოციათას კილომეტრში. ჯერ კიდევ ადამიანისგან აუთვისებელ ტერიტორიაზე ფლორა და ფაუნა შემონახულია პირველადი სახით. ხშირი გავრცელების მპოვე ბოტანიკური სახეობებიდან აქ მრავლად ვხვდებით ცხრა სართულიან ხრუშოვკებს, სხვადსხვა სახის გარაჟებს, ჯიხურებს და მომცრო მაღაზიებს. ამ უკანასკნელის საკვებად გამოსადეგ ნაყოფში გამოირჩევა გომი, ზეკარი, პირველი და ოცთეთრიანი სანთებელა, რითიც იკვებებიან ადგილობრივი ძუძუმწოვრები. მგალობლებიდან იშვიათად ვხვდებით windows xp-ის logoff.wav-ს რომელიც ბინადრობს კორპუსებს შორის და გამოდის სანადიროდ შუაღამის ოთხიდან - ექვს საათამდე. ასევე დუდუკს, რომლის შემჩნევაც შესაძლებელია შეუიარაღებელი ყურითაც ვარკეთილის მეტროდან. ბუნებრივი წყლებიდან სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა "გიოს წყარო" და "მეგობრები ნოდარს". შებინდებასთან ერთად ვაზისუბნის ფერდობები მკაცრ იერს იძენს. ბევრჯერადი დაკვირვებებით ღამის ვაზისუბანში დარღვეულია ნატურალური სელექციის მიმდინარეობა, აღნიშნული გარემობის ხაზგასმით შეგრძნება შესაძლებელია უკანასკნელი ვინდოუსის გამორთვის ხმის შემდეგ, რაც თავისი ნოტობრივი აგებულებით ცხოვრების უკუსვლას მოასწავლებს. მზის ამოსვლამდე მხოლოდ ძლიერები გადარჩებიან, რომლებსაც შემდგომ მეცნიერები გლდანში განათავსებენ კაცობრიობისთვის საჭირბოროტო კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად.

04 June 2011

გაზი

გამათბობლიდან თეთრ მილებამდე
ჟვანიას ქუჩიდან წითელ მილებში
ყაზტრანსგაზიდან ყაზახეთამდე
ყაზახეთიდან დიდ ქარხანაში
დიდი ქარხნიდან მიწის ფენებში
ნავთის ორთქლიდან მილიარდ წლებში
მე ვარ დინოზავრი

.

13 May 2011

პარალელოგრამი

პარალელოგრამი. პარალელოგრამის გვერდები ცხოვრობდნენ თბილად და ბედნიერად. AB-მ მოიყვანა ცოლად CD. BC გაყვა ქმრად DE-ს. შვეს კუთხეები A B C და D. ყველაფერი კარგად იქნებოდა რომ არა მათ ამოცანაში ჩამოსახლებული გადამკვეთი წრფე.

მარტორქა. ნამდვილი სახელი გიორგი. გიორგიმ კარგ ხასიეთზე გაიღვიძა მაგრამ მოგვიანებით სარკეში ჩაიხედა.

მეგობრობა. ყველმა მინდორში გაისეირნა. მოწყვიტა ყაყაჩო. დაინახა პური და შიგ დასახლდა. გაუდგნენ გზას. შემოხვდათ ღარიბი ხორცი. დააარსეს ჩიზბურგერი. იხარე ერო. მოკვდი მტერო.

გაზაფხულდა. ბაფტისტი თავისებური ქალბატონი ზღურბლს მიღმა შეჩერდა და ღრმად გაივსო ფილტვები. ყურთასმენა ჩიტებით იყო სავსე ხოლო ჰაერი დილის ქრისტეთი. მტრედმა კი ექსკრემენტი გამოყო.

პახმელია. ფანტასტიკურ ფილმებში კოსმოსური ხოლმადის დაჯდომის კადრის მუსიკალურ ფონში ვიოლინოს პარტია ასახავს ხომალდის მასშტაბურობით განპირობებულ მოულოდნელობის ფონზე აღძრულ უმწეობის შეგრძნებას. ხოლო დანარჩენი ინსტრუმენტები ხაზს უსვამენ ხომალდის ზომებს.

დასასრული. ისწავლე სწავლის ჯერ მწარე ჭამე გიორგიმ ამოცანა ამოხსნა ჩიზბურგერი პირში იახლა სარკეში ჩაიხედა ფანჯარაში გაიხედა უახლოეს მკერდზე იფიქრა გომი დალია და ფილმს უყურა.

.

02 January 2011

კუჭის ტკივილი

1 კუჭის ტკივლის პირველი დღე
    1.1 შესავალი
    1.2 მიზეზი
    1.3 თქვენ კუჭის ტკივილის პირველი ნიშნები გაქვთ
    1.4 მოქმედების ინსტრუქცია
    1.5 შედეგების შეჯამება
2 მეორე დღე
    2.1 პირველადი პროფილაქტიკა
    2.2 დიეტა
3 მკურნალობა
    3.1 მედიკამენტები

კუჭის ტკივლის პირველი დღე

დღე 1: როგორ უნდა მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

შესავალი

კუჭის ტკივლი ერთერთი ძლიერი ტკივილია საშუალოდ ჯანრმთელი ადამიანისთვის. გამოირჩევა იმით რომ ძირითად შემთხვევაში იკძალება ტკივილგამაყუჩებლის მიღება. კუჭის ტკივილი შესაძლებელია ათეული საათი გაგრძელდეს ხოლო მისი გავლა დამოკიდებულია სწრაფად და ეფექტურად მოქმედებაზე. სტატიით მხოლოდ იმ შემთხვევაში იხელმძღვანელეთ თუ გრძნობთ რომ არ გაქვთ კუჭის ან ნაწლავის კედლის გარღვევა და ამ დიაგნოზით სიკვდილი არ გიწერიათ.

მიზეზი

კუჭის კედლების გაღიზიანებას იწვევს სხვადასხვა საჭმლის ძნელად გადამუშავებადი ინგრედიენტები. კერძოდ ყველაზე ხშირად შეიძლება განვითარდეს თუ ჭამეთ მაგალითად ბოლოკის შემცველი ქათმის სალათი მაიონეზში, ცივი ნიგვზიანი ფხალი, საცივი ან თუნდაც ბადრიჯანი, ცივი ცხიმიანი მიმწვარი ფენოვანი ხაჭაპური ან რაიმე ინდივიდუალური გამაღიზიანებელი კომპონენტის შემცველი საკვები. ზოგადად კი პირველი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებს ბოსტნეულის მონელება უჭირით ხოლო მეორე ჯგუფის სისხლის მქონეს ხორცეულის.

თქვენ კუჭის ტკივილის პირველი ნიშნები გაქვთ

მაშ ასე რამდენიმე დღე ცუდად იკვებებოდით დღეს კი ჭამეთ ზედმეტად არასწორი საჭმელი. ოციოდე წუთის შემდეგ გრძნობთ ყრუ ტკივილს. წინა გამოცდილება გკარნახობთ რომ ეს ყრუ ტკივილი რამდენიმე საათში გაიზრდება და დაუვიწყარ ღამეს გაგატარებინებთ. გეზარებათ მოქმედება, შიში გეპარებათ, წვებით და ნორმალურად საბნის დაფრებაც არ გეხალისებათ. უკვე უშვებთ პირველ არსებით შეცდომას ვინაიდან მოქმედების დროა, ყოველი დაკარგული წუთი ტკივილის თითო საათად გადაიქცევა მოგვიანებით.

მოქმედების ინსტრუქცია

რადგანაც დასაკარგი დრო არ გაქვთ შეუდექით მოქმედებას (აღარაფერი გეზარებათ):
  1. სასწრაფოდ უთხარით მეზობელს ან ოჯახის წევრს მოგიტანოთ აფთიაქიდან ალმაგელი [ეს ზომაზე მეტად აუცილებელია, გაატანეთ 5 ლარი]
  2. დაადგით ჩაიდანი
  3. მოძებნეთ ყველაზე თბილი წინდა და ჩაიცვით
  4. შეუდექით სოდის ძებნას (თუ ვერ იპოვნით არ ინერვიულოთ)
  5. ამასობაში ჩაიდანი დუღილს იწყებს თქვენ კი ფიქრს იწყებთ იმის შესახებ თუ სად გაქვთ ყველაზე თბილი ადგილი სახლში
  6. ჩაყარეთ კოვზნახევარი სოდა ჩაის ჭიქაში დაასხით ცხელი წყალი, გადაანელეთ ნელთბილობამდე (მოურიეთ). არ იდარდოთ თუ სოდა ვერ იპვნეთ ვინაიდან თბილი წყალიც გამოგადგებათ.
  7. ჩაიცვით თბილი ჯემპრი და დადექით ყველაზე თბილ ადგილზე სახლში (ადგილი ჭიქის მორევის დროს უნდა მოგეფიქრებინათ)
  8. შეუდექით სოდიანი წყლის ჭიქის ნელნელა სიამოვნებით სმას, არ იჩქაროთ რადგანაც უკვე ბევრი დრო მოიგეთ და შეგიძლიათ რამდნიმე წუთი შეისვენოთ. გაითვალისწინეთ რომ პირველ ეტაპზე ჯდომა მტკივნეული და არა ეფექტურია ამიტომ იდექით ფეხზე !
  9. უკვე ანგარიშგასაწევად გტკივათ კუჭი. ჭიქა კი ნახევრამდე გაქვთ გამოცილილი. ახლა მოიფიქრეთ სად შეიძლება სახლში წრეზე სიარული კომფორტულად ისე რომ ფეხები თბილად დაგრჩეთ და არც არავინ შეაწუხოთ ვინაიდან ხშირად მოგიწევთ სიარული წრეზე.
  10. უკვე გამოცალეთ ჭიქა სოდაინი წყალი. ტკივილი გაგიძლიერდათ ახლა წრეზე სიარულის დროა. წრეზე სიარულის დროს ტკივილი 30% ით შეგიმსუბუქდებათ. კარგი იქნება თუ ტელევიზორს ჩართავთ დაბალ ხმაზე თქვენთვის საინტერესო არხზე. ესეც დაგეხმარებათ ყურადღების გადატანაში და ტკივილის შემსუბუქებაში.
  11. მეზობელი ან ოჯახის წევრი ბრუნდება აფთიაქიდან სილმაგელით და ხურდით ხელში უთხარით მადლობა, მეზობელი გაისტუმრეთ სახლშივე რადგან მხოლოდ ხელს შეგიშლით, ხოლო ოჯახის წევრს სთხოვეთ საყვარელი საქმით დაკავდეს და თქვენი გარჯა შეუმჩნეველი დატოვოს.
  12. კიდევ იარეთ წრეზე და იფიქრეთ პიანინო ან პიანინოს სიმაღლის მაგიდა თუ გაქვთ ესეც დაგჭირდებათ.
  13. დგება გადამწყვეტი მომენტი, რეკავთ სასწრაფოში და ეუბნებით რომ კუჭი გტკივათ და გამოვიდნენ.
  14. თქვენ უნდა აირიოთ გული რადაც არ უნდა დაგიჯდეთ. ნამდვილი სამურაი გადაწყვეტილებას შვიდ ჩასუნთქვა ამოსუნთქვაში იღებს. შედიხართ ტუალეტში თითს იყოფთ პირში და არწყევთ. რის გამოც კუჭი უფრო გტკივდებათ. მოითმინეთ ვინაიდან დასაწყისის დასასრული ახლოვდება ამასთანავე ძლიერი ტკივილი ამ დროს ბუნებრივია ვინაიდან დაცარიელებული და გაღიზიანებული კედლები ერთმანეთს ედებიან ხოლო კუჭში დარჩენილი კუჭის წვენი მას წვავს.
  15. თქვენ გგონიათ რომ მეტი აღარ შეგიძლიათ ასევე გგონიათ რომ გული ბოლომდე აირიეთ. ცდებით, კუჭი ადამიანის ორგანიზმში ყველაზე ძლიერი მჟავით არის სავსე და მის კედლებს ინელებს. ჩამოეყრდენით მაგიდას ან პიანინოს ვინაიდან ამ და სხვა თემებზე საფიქრელად ახლა ეს ყველაზე კარგი პოზაა. არ წამოწვეთ - ტკივილი გაგიძლიერდებათ, შესაფერის პოზას ვერ მონახავთ, ნერვები გიმტყუნებთ და სიტუაციაზე კონტროლს დაკარგავთ.
  16. მოდის სასწრაფო: ეკიპაჟის წევრები კითხვებს სვამენ, რომელიმე მათგანი წნევას გიზომავთ, ზურგზე გაწვენთ, მუცელს გისინჯავთ და გეკითხებათ აქ გტკივა ? ეხლა გტკივა ? აქ ? ო ესეიგი ეს ყოფილა - პროგასტროპია ჩაწერე. ჩუმად გადაულაპარაკებენ ერთამენთს - ****პა გავუკეთოთ და ნემს მოამზადებენ ეს არის ნოშპა, რომელიც თუ გაგიმართლათ ნახევარ საათში თქვენს დაჭიმულ მუცლის კუნთებს მოადუნებს რაც ტკივილის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ.
  17. თქვენ მხოლოდ ფსიქოლოგიურ შვებას გრძნობთ. სასწრაფოს თხუთმეტიოდე წუთი ესაუბრეთ სხვადასხვა თემებზე. დარწმუნდით რომ კარგი ადამიანები არიან უბრალოდ ამ სიტუაციაში მათ არ ძალუძთ დახმარება. ასევე მწირ ინფორმაციას ფლობენ კუჭის ტკივილის შესახებ.
  18. სასწრაფო უკვე მეექვსეჯერ გეკითხებათ გრძნობთ თუ არა შვებას ? გინდათ რომ ასიამოვნოთ. თქვენ თავსაც ატუყებთ და ეუბნებით - დიახ, თითქოს. სასწრაფოს ეკიპაჟი კმაყოფილი ჩანს. დროა მათ დამეშვიდობოთ ვინაიდან დასკვნით ეტაპზე ისინი უკვე ზედმეტი ტვირთია.
  19. სასწრაფო წავიდა, ჩაიც შესთავაზეთ და თუ ახალი წელი იყო ნამცხვრები და კანფეტები გაატანეთ.
  20. გადაიღალეთ. დროა ტაშტი მოიმზადოთ ან დიდი თეთრი ემალის ჯამი ვინაიდან თეთრი ფერი დაგამშვიდებთ როცა საქმე საქმეზე მიდგება. ზურგზე წამოწექით. თავი ოდნავ მაღლა გქონდეთ. სოფელში გატარებულ უდარდელ ბავშვობის წლებზე იფიქრეთ. მუცელზე რამე თბილი დაიფარეთ. ახლა ტკივილი ისე გაგიძლიერდებათ რომ ღმერთის თავიდან იწამებთ და შეპირდებით რომ ამაღამ თუ გადარჩებით მაქსიმუმ ეკლესიაში ივლით ან მინიმუმ კარგი ადამიანი გახდებით და საკუთარ ცხოვრებას გადახედავთ.
  21. ხუთი წუთი თუ გაძელით კარგია. უკვე ისე გტკივათ კუჭი რომ ადგილზე ვეღარ ჩერდებით. ჯამი ან ტაშტი იატაკზე დადეთ, იატაკზე დაჯექით და უკანასკნელი ძალების მოკრებით შეეცადეთ კუჭში დარჩენილი მწვანე სითხის ამოღებას. ვიდრე ჯამის ძირი სულ არ გამწვანდება არ მოეშვათ ვინაიდან ახლა როგორ შემართებასაც გამოიჩენთ მასზეა დამოკიდებული ბოლოჯერ გიწევთ ამაღამ გულის არევა თუ არ, გიხაროდეთ ვინაიდან ეს კულმინაციაა და მოახლოებულია დასასრულის დასასრული.
  22. ამოიღეთ მწვანე სითხე ? კარგია დაისვენეთ რამდენიმე წუთი. სიმწრის ცრემლები მოიწმინდეთ.
  23. მოითხოვეთ ალმაგელი. კარგად შეანჯღრიეთ და სამი ყლუპი მოსვით. სამ ყლუპს არ გადააცილოთ წინააღმდეგ შემთხვევაში ალუმინად გადაიქცევით ან თირკმელებში კენჭები დაგიგროვდებათ. მოკლედ სამზე მეტი სახიფათოა.
  24. წამოწექით ზურგზე ტკივილი 5 წუთში გაგივლით. დატკბით თქვენი შრომის შედეგით, დაძაბული კუნთები მოუშვით, იუმორის გრძნობა აღიდგინეთ და ტკბილად ჩაიძინეთ.

შედეგების შეჯამება

დიახ თქვენ გამოიარეთ ჯოჯოხეთი. ფიქრობთ რომ ჯოჯოხეთშიც ალბათ კუჭი სტიკვათ. რის გაკეთება შეგეძლოთ უფრო კარგად ?
შეგეძლოთ მიგეღოთ სილმაგელი ან ალმაგელი პირველი გულის არევის შემდეგ. ანუ როდესაც საჭმელს სრულად ამოიღებდით. მას შეიძლება დანარჩენი ეტაპები აიცილებინა.

მეორე დღე

დღე 2: იღვიძებთ გვიან

პირველადი პროფილაქტიკა

ყიდულობთ ომეპრაზოლს ყოველ საღამოს ძილსიწინ დასალევად. დილთვე სვამთ 3 ყლუპ ალმაგელს. ბოლოჯერ სამ ყლუპს ამის შემდეგ ყოველი ჭამის წინ 2 ყლუპია საჭირო.

დიეტა

მისაღებია იოგურტი, ხაჭო, მოხარშული კარტოფილი, მოხარშული კვერცხი, ღია ერთ კოვზ შაქრიანი ჩაი და რაღაც ჰერკულესი.

მკურნალობა

დროა წახვიდეთ ექიმთან და ბარიუმის ფაფა ან ზონდი გადაყლაპოთ. ზონდები უკვე თხელი კაბელებით არის ასე რომ ნუ შეგეშინდებათ. ზონდის გადაყლაპვის დროსი იფიქრეთ იმაზე რომ ქვეყნის დასაცავად ზოგიერთი ჯარისკაცები ტყვედ ვარდებიან და თქვენ კიდევ პირში კაბელის ჩაყოფისთვისაც ვერ გაგიძლიათ. თუ თავი არ გენანებათ იყიდეთ ომეპრაზოლი და ერთი კვირა ძილის წინ სვით. დალევამდე 2 საათის განამვლობაში საჭმელი არ უნდა გქონდეთ ნაჭამი. თუ ღვიძლი გაწუხებთ მაშინ მხოლოდ ექიმმა იცის რა უნდა ქნათ ასეთ დროს. ასეთ შემთხვევაში შეეშვით ყოველგვარ თვითმკურნალობას.

საინტერესოა თუ დაგეხმარებათ იმის ცოდნა რომ სინამდვილეში კუჭის ტკივილის დროს კუჭის გარსი არის სადღაც შესუსტებული, რომელიც კუჭის კედელს იცავს კუჭში დაგროვილი მჟავით გაღიზიანებისგან. როდესაც კუჭი გტკივათ ესეიგი მჟავა წვავს კუჭის კედელს სადაც გარსი არის შეთხელებული ან კუჭის წყლული გაქვთ. კუჭის გარსის დაზიანების ფართოდგავრცელებული მიზეზი არის ჰელიკობაქტერია (რათქმაუნდა კიდევ ბევრი და ცუდი მიზეზი არსებობს (მათ შორის ხშირად სხვადასხვა წამლების მიღება) და მათ შესახებ აქ ვერ ამოიკითხავთ, დანარჩენი მიზეზების დასადგენად მიმართეთ ექმის).

მედიკამენტები

კუჭის გარსის აღსადგენად არსებობს სამი ძირითადი ტიპის წამლები, ნუ მიიღებთ წამლებს მხოლოდ დასახელებების დაზეპირებით, იცოდეთ რა ტიპის წამალი რა მიზანს ემსახურება, შესაბამისად როდის უნდა მივიღოთ, ძალიან ხშირად ადამიანები წამლებს ჭამის შემდეგ იღებენ, რადგან როგორც წესი წამლები ძირითადად ჭამის შემდეგ მიიღება, მაგრამ წამლის მიღების დრო მკაცრად გამომდინარეობს წამლის სპეციფიკიდან. კუჭის გარსის აღსადგენი წამლების ტიპებია:
  1. რომლებიც აღადგენენ კუჭის გარსს ძირითადად ომეპრაზოლის რომელიმე სახეობა (ოთხმოცდაათიან წლებში გავრცელებული ლეგენდა გვამცნობდა რომ ინდური ომეპრაზოლი ჯობია ყველას), რომლის მიღებაც ხდება ძილის წინ, ცარიელ კუჭზე, მინიმუმ ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ (ეს დრო საჭიროა კუჭიდან საკვების გასასვლელად), იმისათვის რომ წამალს მთელი ღამე ჰქონდეს ცარიელ კუჭში, კუჭის გარსზე სამუშაოდ. გაითვალსწინეთ სავსე კუჭზე ამ წამლის მიღების დროს ტყუილად გგონიათ რომ კარგ საქმეს აკეთებთ.
  2. რომლებიც ჭამის წინ საკვებით ან კუჭის წვენით გაღიზიანებისგან იცავენ კუჭის გარსს და წევენ დაბლა მჟავიანობას, კერძოდ ალმაგელი ან სილმაგელი. ამ ტიპის წამლები კუჭს თხელ გარსს უკეთებენ და უმჯობესია ჭამამდე 5-10 წუთით ადრე მივიღოთ. თუკი ასეთ წამალს ხელზე დაისხავთ ნახავთ რამდენიმე წუთში გაშრობასთან ერთად სითხე როგორ გარდაიქმნება ცარცისმაგვარი მასის თხელ აპკად. (ნუ მისცემთ ალმაგელის მიღებას სისტემატიურ ხასიეთს, აღარ მიიღოთ მაქსიმუმ 5-6 შემდეგ)
  3. რომლებიც ეხმარებიან კუჭს მძიმე საჭმელის მონელებაში, ძირითადად ხორციანის, კერძოდ მეზინფორტე. ამ წამლებში შემავალი ფერმენტები კუჭქვეშა ჯირკვლიდან ისედაც გამოიყოფა მაგრამ დაზიანებული კუჭის მკურნალების დროს იღებენ დამატებითი სახით. ფერმენტი ბერძნული სიტყვაა და ძირითადად ცილის, ცხიმის და სახამებლის დამშლელს ნიშნავს. (მიიღეთ იშვიათად, მძიმე საკვების მიღებისას, ნუ გააზარმაცებთ საკუთარ კუჭქვეშა ჯირკვალს, რადგან იგივე ფერმენტების ნაკლებად გამოყოფას დაიწყებს)
საჭიროა სამივე ტიპის წამლების მოხმარება კუჭის რეაბილიტაციის პერიოდში. ხოლო ტკივილის დროს Almagel A - ს (სადაც A ნიშნავს ალმაგელი გამაყუჩებელი ეფექტით) და ნოშპის ტაბლეტის ან ნემისის გარდა არაფრის მიღებას არ აქვს აზრი, რადგან დანარჩენი წამლების ასე ვთქვათ ომეპრაზოლთან ერთად მოხმარება მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში აღადგენს კუჭის გარსს. გადმოცემის მიხედვით ექიმები ამბობდნენ რომ კაცმა წელიწადში ერთხელ ერთი კოლოფი ომეპრაზოლი უნდა დაცალოსო ყოველიშემთხვევისთვის. ასევე გაითვალისწინეთ რომ ყველა წამალს აქვს უკუჩვენება (უკუჩვენება ნიშნავს რომ წამლის მიღების დროს შეიძლება გამონაკლისის სახით ცუდად დაამთავროთ კიდეც, ამიტომაც არსებობენ ექიმები რომ ეს პასუხისმგებლობა თავისთავზე აიღონ).

სტატია დაწერილია სამედიცინო სფეროში არანაირი განათლების მქონი პირის მიერ. სტატისტიკის მიხედვით ყოველი ახალი წლის და რამდენიმე დღესასწაულის შემდეგ სტატიის დამთვარიელებლების რაოდენობა ერთბაშად ოცმაგდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სტატია 9045 მომხმარებელმა წაიკითა ყოველი დიდი დღესასწაულების მომდევნო დღეებში.

[for google keyword research]

.

12 October 2010

სალომე

საკონდიტრო განყოფილების საშაქარლამოში.
მამალოები ამოწურულიყო.
შაქრის უქონლობის გამო.
შაქარი თაგვს შეეჭამა.

.

08 June 2010

მფრინავი მუშა (ყლეობების ციკლიდან)

- გინახავს მფრინავი მუშა ?
- არა. - თქვა მუშამ.
- John he has not seen a flying worker. Please show him.
- Okey boss.

* * *
- But boss how can he see a flying worker if he will be a flying worker ?
- Jackass its a nice talk only i want him just flying.
- Boss dont talk to me with this expressions. I am getting all over it.
- You fucking dick sucker do what i say or I m gonna fuck your mothers fat ass next.
- You fucking asshole learn to fly !

* * *
- ე ჯონ რატომ მიფრინავს ჩვენი ძმა ?
- Come there and I ll explain it in details.
- ე ხელი გაწიე ბიჭო.
- Modi ak metkvi !
- წადიშენი.
- aaaaaaaaaaaaa kb...

.

18 April 2010

ანდაზის ამუშავება

გაზაფხულის მშვიდი საღამო იდგა.
ცა მოჭედილი იყო ანდაზებით.
ერთი ანდაზა ჩამოიბერა და ცას მოწყდა.

იფრინა ცოტა.
იფრინა ბევრი.
თუ ვაზისუბნის დასახლებას მიუახლოვდა.
ჩასცდა ხრუშოვკის მერვე სართულის სახურავს.
ჩასცდა მეშვიდეს.
მეექვსე სართულის ბინის ტუალეტის ჭერს.
რომელშიც არტური იჯდა უნიტაზზე და შიგ თავში დაეცა.

"ნე მოჟეშ სრაც ნე მუჩაი ჟოპუ" - გაიფიქრა არტურმა.

01 March 2010

ალუ ბლის წვენი

გამოვიდა გარეთ.
ერთი ობობა.
დააკაკუნა კარებზე.
გაუღეს ხვალ.
სახლში ცხოვრობდნენ:

ა) ერთი ბუზი.
ბ) ერთი მრავალფეხა.
გ) ერთი ხოჭო.
დ) ერთი ნამის ჭია.

დააკვირდა ობობა.
ხოჭოს გზებს.
ყოველ დილით.
ხუთ საათზე.
ხოჭო მიდიოდა ტუალეტში სასადილოდ.
ჩაუსაფრდა მოსახვევში.

პირველ დღეს ობობამ შეჭამა ხოჭო.
მეორე დღეს ობობამ შეჭამა ნამის ჭია.
მესამე დღეს ობობამ შეჭამა ბუზი.

მეოთხე დღეს მოფრინდა ყვითელი პეპელა.
ობობამ პეპელას პირველრიგში ნამუსი ახადა.
პეპელა იყო სუსტი.
სათნო.
და ნაზად კვნესოდა.

მეხუთე დღეს ობობა დაეკიდა გელას თავზე.
გელა წერდა დღიურს.
ობობამ დღიურში ამოიკითხა:

"რა ლამაზად გადასდის ჩემს ახალ თანამშრომელს წელი ტრაკში და ტუჩებში რომ ვუყურებ გული მიჩქარდება"

მეექვსე დღეს ჩამოვიდა ობობა.
გავიდა სადარბაზოში.
დააკაკუნა შემდეგ კარებზე.

22 February 2010

ოჯახური იდილია

ეს კიბეებია. მე ვარ ვაჟა. ეს თეთრი კარებია. ვაკაკუნებ კარებზე. ეს კი ქეთია. ქეთი ჭურჭელს რეცხავს. ბავშვები სკოლაში არიან. ქეთის თეთრი და კოპლებიანი მოკლე კაბა აცვია. თქვენ ქეთის თეძოები მოგწონთ. ქმარიც სამსახურში ყავს. თვითონ კი ჩემი დაა. ლამაზია არა ? მე დილითვე ვეჩხუბე ცოლს. შემდეგ ცუდ ხასიეთზე დავდექი.

როდესაც ქეთი კარებს მიღებს მე ვეკითხები:

- როგორ ხარ ქეთი ?
- შემოდი შემოდი. - მიღიმის ქეთი. წელზე ვკიდებ ხელს და კისერზე ვკოცნი. ქეთი ზურგზე გასამშრალებელ თეფშს მიტყაპუნებს. სამზარეულოში ვჯდები და ვუყურებ როგორ რეცხავს.

- მოგეხმარო ?
- მიდი.

მივდივარ აბაზანაში. ხელებს ვიბან. ახლა უკვე ერთად ვრეცხავთ ჭურჭელს.

- რა გჭირს ბრატ ? - მეკითხება ქეთი.
- რა და ცოლს ვეჩხუბე.
- ნტნტ. ეგ როგორ მოახერხე.
- ქმარი ხომ არ გაბრაზებს შენ ?
- არა. ჩემი ქმარი ყოჩაღი ბიჭია.

მე მიხარია რომ ქეთის ქმარი ყოჩაღი ბიჭია და ქეთის არ აბრაზებს.

- ქეთი დასალევი კიდევ გაქვს ?
- მაქვს.
- მე დავლევ ჭურჭლის რეცხვას რომ მოვრჩებით.
- ჩემი ქმარი რომ უფრთხილდება მაგას ძალიან ? ერთი დალევაღა აქვს დარჩენილი.
- არაუშავს. უთხარი ვაჟა იყო მოსული ცოლმა გააბრაზა და დალიაო და გამიგებს.
- აჰა. ვეტყვი.
- ქეთი მინეტს გამიკეთებ ?
- დავრეცხოთ და გაკიკეთებ - მიღიმის ქეთი და თვალზე ჩამოშლილ ნესტიან თმას სალათისფერი რეზინის ხელთათმანის ზურგით იქცევს ყურს უკან.


.

06 February 2010

ინგლისური ხალხური პოეზია



* * *

"მარტოდმარტო სად მიდიხარ, მშვენიერო ალვა ?"
"ბაკში ძროხის მოსაწველად, სერ", - მიუგო ქალმა.
"რომ გამოგყვე, გეწყინება, მშვენიერო ალვა ?"
"რასა ბრძანებთ ! - როგორც გსურდეთ, სერ", - მიუგო ქალმა.
"ნეტა ვისი ასული ხარ, მშვენიერო ალვა ?"
"მამაჩემი ფერმერია, სერ" - მიუგო ქალმა.
"ცოლად ხომ არ გამომყვები, მშვენიერო ალვა ?"
"დიახ, თქვენ თუ თანახმა ხართ, სერ", - მიუგო ქალმა.
"მაგრამ მზითვად, მზითვად რა გაქვს, მშვენიერო ალვა ?"
"მხოლოდ სახე, მშვენიერი, სერ", - მიუგო ქალმა.
"მაშინ, ალბათ, ვერ წაგიყვან, მშვენიერო ალვა",
"კალთებს არვინ არ დაგახევთ, სერ", - მიუგო ქალმა.


ო, არა, ჯონ !

მე ახლა აგერ იმ ქალთან მივალ,
იგი "ჰოს" მეტყვის, ან კიდევ "არას".
- ლამაზო, თუ არ გამიჯავრდები,
მე მხოლოდ ერთხელ გაკოცებ წყნარად,
- ო, არა, ჯონ, არა, ჯონ, არა !

ბავშვობიდანვე მასწავლა მამამ,
რომ ერთი მტკიცე პასუხი "არა"
მუდამ მზად მქონდეს ბიჭებისათვის,
სანამ ცრემლები წამსკდება ღვარად -
ო, არა, ჯონ, არა, ჯონ, არა !

- ლამაზო, განა რამეს მოგაკლებ -
დიდია ჩემი ჯოგი და ფარა,
მე რომ ოქრო და ვერცხლი მაქვს, ალბათ,
ორი ოჯახის სარჩოდაც კმარა.
- ო, არა, ჯონ, არა, ჯონ, არა !

- ეს რა სასტიკი ქალი ყოფილხარ,
მაგ მკერდში თურმე რკინის გულს მალავ,
მივდივარ, ოღონდ მალე მოგცილდე,
ოღონდაც აქედან წავიდე ჩქარა.
- ო, არა, ჯონ, არა, ჯონ, არა !


* * *

დევს ჯიბეში ექვსი პენს, განძი ჩემი უმცირესი,
ვენაცვალე, ექვსივენი ვამჯობინო რამის სულსაც,
ჰქრება, პენი, უკან მისდევს მას მეორეც, როგორც წესი,
და საღამოს ცოლთან მიმაქვს მთელი ოთხი პენსი ზუსტად.

მიყვარს ჩემი ოთხი პენსი, ერთმანეთზე უკეთესი,
ოთხივენი მირჩევნია, ძმებო, მგონი, გულს და სულსაც,
ჰქრება პენი, მეორესაც მალე მიაქვს ჭირი თქვენი
და საღამოს ცოლთან მიმაქვს მთელი ორი პენსი ზუსტად.

მიყვარს ჩემი ორი პენსი, ორთავ თვალზე უტკბილესი
და ციმციმი ორივესი მირჩევნია ნაღდად სულსაც,
ჰქრება პენი, უკან მისდევს მას მეორეც, როგორც წესი
და ჩემს ცოლთან არაფერი, არაფერი მიმაქვს ზუსტად.

მიყვარს ჩემი არაფერი - განა ცოტა, განა ბევრი -
არა - ზუსტად არაფერი, სულ რომ მიჯობს ცოლის სულსაც -
მაბადია არაფერი, მეხარჯება არაფერი
და საღამოს, როგორც წესი, არაფერი მრჩება ზუსტად !


* * *

რა ვქნა ? - როდესაც მოლი იცინის,
მასხამს და მასხამს ოფლი ცივ-ცივი,
ჩაიცვამს კვირას ახალ კაბას და
ახლა ცხელ-ცხელი ოფლი დამასხამს.
ეკლესიაში წინ თუ დამიდგა,
ასჯერ ვკითხულობ ლოცვანს თავიდან,
ხანდახან ისე მოვინაკლისებ,
არ ვიხედები ცხრა დღე ნამგლისკენ,
ვიკარო, ისევ შენ დამარიგე,
როგორ ვუშველო ჩემს სიღარიბეს,
ოღონდ მიხსენი, ფუი ეშმაკს და
ერთ კარგ მსუქან ბატს გაძლევ ფეშქაშად !



* * *

საქონლის ხორცზე უარს ვინ იტყვის,
მაგრამ არ გვინდა ლეში,
ცივი ლუდი ხომ უმაგისოდაც
კარგად გადადის ყელში !

ლორი და შაშხიც სხვებმა ინებონ -
მუცელში გაგვხსნის ცხიმი,
შენ ქარვისფერი ლუდი დაგვისხი,
რაც შეიძლება ცივი !

ცხვრის ხორცის ჭამა როგორ იქნება,
სად ცხვარი და სად ლუდი ?!
ანდა კუჭმაჭი რამ მოგაგონა,
სკინტლის სუნი რომ უდის,

კვერცხების გაფრცქვნის თავი ვისა აქვს -
კაცი სჭირდება ერთი,
შენ მოდი ცივი ლუდი დაგვისხი,
რაც შეიძლება მეტი !

არ გვინდა, ძმაო შენი წვნიანი,
შიგ ბლომად ყრია მატყლი,
შემწვარი გოჭი იქ მიიტანე,
აქ ლუდის კათხა დადგი !

პუდინგის ჭამა არ მოგვიხვდება -
უფლის ხორცია წმინდა,
არ გვინდა შენი ირმის მწვადები,
ჩვენ ცივი ლუდი გვინდა !

ჩვენ არც შებოლილ თევზებს მოვითხოვთ,
ვიცი, იქნება ძვირი,
იხვი ჭუჭყიან ტბორში იზრდება,
როგორ დავადოთ პირი.

პურიც არ გვინდა და თანაც შავი,
ქატო მოყვება ბევრი,
არც თეთრი პური უქნია გამჩენს,
თუნდაც ფუმფულა კვერი,

შენ მხოლოდ ცივი ლუდი დაგვისხი,
ლუდი დაგვისხი მეთქი,
ღვთის გულისათვის, რაც შეიძლება,
რაც შეიძლება მეტი !


# # #

"when?" said the moon to the stars in the sky
"soon" said the wind that followed him home
"who?" said the cloud that started to cry
"me" said the rider as dry as a bone
"how?" said the sun ...melted the ground
"why? said the river that refused to run
"where?" said the thunder without a sound
"here" said the rider and took up his gun
"adieu" said the bird in the branch of tree
"farewell" said the snake to the dying light
"adieu" said the fish in the river of sleep
"goodbye" said the rider goodbye and goodnight
"no" said the stars to the moon in the sky
"no" said trees that started to moan
"no" said the dust blinded his eyes
"yes" said
the rider pointed his gun
"yes" said the rider as white as a bone
"no" said the the moon rose from the sea...
"no" said criedly the dying sun
"no" said the planet started to weep
"yes" said the rider laid down his gun

.

08 February 1985

ოდისეა

From personal diary, 14 January and follow up days, 2025

* * *

აი რა თქვა დირექტორმა: "მესაფლავეს სადღაც 30 ლარს მისცემ პატივისცემის ამბავში და ეგ არის"

მანამდე კი ეს თქვა: "განახო რა?! სულ ესღა არის დარჩენილი, ეს ეს და ეს..."

მაგრამ აი რა თქვა მესაფლავემ: "და თუ კარგად არ მოვასუფთავებ? 50 ისედაც უნდა მომცე, ეგრე ღირს..." 

"კაი მაშინ 100 ლარს მოგცემ და კარგად მოასუფთავე"

"ამას ხომ ხედავ? გარშემოც მოვასუფთავებ და თუ მე არ ვიყავი ჩემს შემცვლელს გადავცემ რომ ეგ პირობა არის"

* * *

ხოლო სასაფლაოს დირექტორმა თქვა "130-140 როგორც სტანდარტია"

"პატარა არ არის ეგ?" ვკითხე მე

"არა კაცო, სტანდარტული სიღრმეა, მასე კეთდება"

შემდეგ კი თქვა "მოასწრებს, კვირას დილით დაიწყებს და ორისთვის მზად იქნება, დღეს და ხვალ სულ დაკავებულია"

მე გავიფიქრე "მასე მალე როგორ გათხრის"

* * *

აი დამკრძალავი ბიუროს ადმინისტრატორმა კი თქვა "კატალოგს გაჩვენებ ძმაო, ლინკოლნი, უკან ორი ბორბლით 1000 ლარი ღირს, მერსედესი მრგვალ ფარიანი 100 ლარი, ბევრი მანქანები გვყავს"

"ლინკოლნი არ მინდა, რამე სადა მაგრამ არც ძალიან ძველი"

"აი ესენია რაც გინდა აარჩიე"

"იქ დიდი აღმართია, ესენი ავლენ იქ?"

"კი კაცო ყველგან ავლენ, პირობას გაძლევ"

"აი ეს რომ იყოს?"

"ეს ახალი თაობის მერსედესია, 270 ში გაგიკეთებ"

"მე მგონი ეგ კარგია, ეგ იყოს"

* * *

გავიფიქრე საფლავს ეს ხომ არ დავაწერო "ქუდი დაიფარე შვილო, ქარები იცის", მაგას იტყოდა ალბათ პირველს

საფლავები დავათვალიერე, ერთზე საყვარელი ბაბუა იყო დიდი ზომის სათვალეებით და იღიმოდა, ერთგან ახალგაზრდა ბიჭის საფლავზე, დენი იყო გაყვანილი, ინტერნეტის მიმღები და კამერა ეყენა, გარშემო თბილისი და ერთ მხარეს კავკასიონი მეორე მხარეს კი გომბორის ქედის მთები ჩანდა, საშინელი ქარი ქროდა, იმ დღის ამინდის პროგნოზით 65 კილომეტრი საათში სიჩქარის 

* * *

ხოლო ქირურგმა თქვა "გადარჩენის შანსი ძალიან მცირე არის, ვერაფერს შეგპირდებით, მაგრამ უნდა ვცადოთ"

ექთანმა: "ხელოვნურ სუნთქვაზე გადავიყვანეთ, როგორც კი პალატაში შემოვიდა ნელ-ნელა კონტაქტური აღარ იყო"

გადაუდებელი დახმარების ცენტრის მისაღებში მხოლოდ ერთი სკამი იდგა, იმ სკამზე დედაჩემი იჯდა, სულ მარტო, შეშინებული თვალებით

როდესაც ტვინს ჟანგბადი აღარ მიეწოდება რამდენიმე წუთი ისევ განაგრძობს უჟანგბადოდ არსებობას, ბოლოს ყველა ნეირონი ერთდროულად აქტიურდება, განსაკუთრებით მეხსიერების ცენტრები, შემდეგ უჯრედები კვდომას იწყებენ, ხანდახან ვნანობ რომ რამე მისტიკურის არ მჯერა, ძალიან რთულია ასე, ალბათ ეგ უკანასკნელი აქტივობა თვითგადარჩენის ინსტინქტის ბოლო გაბრძოლება არის ან ევოლუციის ბიპროდუქტი დანიშნულების გარეშე, მაგრამ სხვა ცხოველებშიც რომ მასე არის

"თავის ქალას გავხვრეტთ, შევეცდებით მოვხვდეთ ტვინის დაზიანებულ ადგილში და სისხლისგან გავწმინდოთ, რეზულტატის წარმატება თითქმის არ არის გარანტირებული, სხეულის ყველა სასიცოცხლო ფუნქცია ტვინის მაგ უბანში არის თავმოყრილი, ხელი აქ უნდა მოაწეროთ და აი აქ, აქაც" - თქვა ქირურგის თანაშემწემ

"თავისქალის გახვრეტა, ნეიროქირურგიულ ოპერაციაზე დათანხმება" გავიფიქრე მე "რამხელა პასუხისმგებლობა არის, ერთი ხელის მოწერით შეიძლება მამაჩემის სიცოცხლე ქარს გავატანო"

მივხვდი რომ ხელი წაუკითხავად უნდა მომეწერა მაშინვე, გონებაში ყველაფერი ზანზარებდა

* * *

ადრე დამკრძალავი ბიუროების გვერდის ავლა საშინლად მეშინოდა, ყოველთვის როდესაც ჩავუვლიდი გული ცუდს მიგრძნობდა, გარეთ კატაფალკის დანახვაზე და შიგნით კიდევ კუბოების, ვიცოდი რომ ერთხელაც მანდ შესვლა მომიწევდა.

კუბოები იწყებოდა 300 ლარიდან და და ფასები 25,000 ლარსაც სცდებოდა, რაღაც კომპანია დავიქირავე გადმოსვენებიდან გასვენების ჩათვლით ყველა სერვისი ჰქონდათ, კუბოების გალერეაში შემიყვანეს და მითხრეს აარჩიეო. ალბათ 50-ზე მეტი მაინც იყო. სპეციალურ ოთახში რომელიც მხოლოდ ულტრაიისფერი ნათურით ნათდებოდა, მხოლოდ ექსკლუზიური კუბოები იყო ნეონის ნათურებით, ძრავებით, ერთს ბლუთუზიც ჰქონდა. წაბლი, მუხა, წიფელი, ვერაფერი გავიგე.

ძალიან ღარიბული არ მინდოდა, არც ძალიან მდიდრული, ვიზუალური მხარის შემდეგ კი მთავარი სახელურები არის, რამდენიმე დასაფლავებაში მახსოვს რომ კუბოს სახელურმა ვერ გაუძლო და მოტყდა, ერთი კუბო იყო ძველ ქართულ ორნამენტებიანი, ორივე მხარეს მთლიანი რკინის სახელური გასდევდა, მთელს სიგრძეზე, როგორც მეტროს ხელის მოსაჭიდი, ვიფიქრე რომ აქ ბევრ ადამიანს შეუძლია ხელი მოჰკიდოს ერთდროულად. ყველა კუბო მიყუდებული იყო კედელზე, დავეტოლე, დავრწმუნდი რომ ნორმალურად ჩაეტეოდა, 2000 ლარი ღირდა.

მახსოვს მამაჩემმა დიდი ბებია როცა გარდაიცვალა, რადგან ფული არ გვქონდა, ფიცრები რაღაცებს გამოაძრო და ეგენი მიუტანა დურგალს კუბოს შესაკრავად. ერთი რაღაც სათამაშო დაგვინგრია და ერთიც საქათმეს კედელს მოხსნა, 1994 წელს, მაშინ ძალიან გვიჭირდა

დედაჩემს ვაჩვენე, დედაჩემსაც მოეწონა

* * *

ზოგადად რაიმეს განცდის წინ პერსპექტივის აგებას მასე ვიწყებ, ერთ-ერთ სამყაროში, უთვალავ გალაქტიკებს შორის, დაცურავდა გალაქტიკა - ირმის ნახტომი, ხოლო ირმის ნახტომის ერთ-ერთი ვარსკვლავის, ერთ-ერთ პლანეტაზე, ერთ-ერთ დროს, ვარსკვლავური მტვრისგან სრულიად შემთხვევით, შეიქმნა მამაჩემი და დეინტეგრაციამდე 77 ჯერ მოესწრო ვარსკვლავის გარშემო პლანეტის შემოვლას, თვითონაც ისე მოეწონა ეს ფაქტი რომ ფეისბუქზე დაპოსტა დიდი შრიფტით: "77"

თავის მხრივ სამყაროსთვის ეს იყო ერთდროულად ყველაზე უმნიშვნელო და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა

მე კი მხოლოდ უსამართლობის შეგრძნება დამრჩა და როდესაც ეს მომენტი დადგა, სამყაროს ვუთხარი "მასე არ გამოვა!"

მამაჩემს საქმე ჰქონდა დასამთავრებელი, ერთადერთი ოცნება ჰქონდა, ოცნების ასახდენად 30 წელი იშრომა და სულ რამდენიმე დღეღა სჭირდებოდა, თანოსივით დაღლილი რომ ჩამომჯდარიყო თავის სახლის ზღურბლზე და მზის ჩასვლის დროს შეეგრძნო - "ყველაფერი კარგად დამთავრდა"

* * *

რამდენიმე წუთში, როდესაც ტვინს ჟანგბადი აღარ მიეწოდება, უჯრედები კვდომას იწყებენ, მონაცემთა ბაზა რომელსაც თითქმის საუკუნე ავსებდი აზრებით, ემოციებით, ვალდებულებებით, ზრუნვებით, სიყვარულით და ტრაგედიებით, რამდენიმე წუთში ქრება უკვალოდ, შეუბრუნებლად, მხოლოდ სხვების გონებაში აგრძელებ ფრაგმენტულად არსებობას და იქიდანაც ნელ-ნელა იშლები

რომ შემეძლოს მაგალითად რამე ვარსკვლავს ავაფეთქებდი რომელსაც სხვა გალაქტიკებიდანაც დაინახავდნენ ისე რომ ამ ვარსკვლავის აფეთქებას დეკოდირებადი სიგნალიც გაჰყვებოდა მაგალითად გრავიტაციული ტალღებით, შემდეგ ამ სიგნალს დაამუშავებდნენ და აზრებად გარდაქმნიდნენ და გაიგებდნენ რომ ერთ-ერთ პლანეტაზე დაიბადა მამაჩემი, მთელი ცხოვრება საკუთარი ხელით, საკუთარ ბაღში, საკუთარი სახლის აშენება ჰქონდა ოცნებად, სადაც შვილებს და შვილიშვილებს მოუყრიდა თავს და სიბერის ერთ დღეს მაინც გაატარებდა, მაგრამ გადახურვა ვეღარ მოასწრო და რომ სამყარო უსამართლოა და მთლიანად აფეთქებას იმსახურებს, რადგან ის ემოცია რაც მამაჩემს უნდა განეცადა ბოლოს არ შემდგარა

თან საერთოდ ისედაც წამებულის ცხოვრება ჰქონდა, ვისაც არ ეზარებოდა ყველა ჩაგრავდა, ხანდახან გაბრაზდებოდა მაგრამ შემდეგ იტყოდა ხოლმე რომ მასე ცხოვრება ერჩივნა, ვიდრე თვითონ დაეჩაგრა ვინმე, თავისივე უცნაური მორალური კოდექსი შეიმუშავა და ერთხელაც არ გადაუხვევია

ბოლოს გამოვიდა ისე რომ თავის ცხოვრების ომი ბოლო მომენტში წააგო

* * *

გავიფიქრე რომ "მე უკვდავგყოფ, მოვიფიქრებ რამე მეთოდს, რადგან მენანება რომ მასე უკვალოდ გაქრე"

ერთადერთი კვალი რაც დატოვა (შვილების გარდა) თავისი პატარა ბაღია, სადაც ადიოდა მზის ამოსვლამდე, კომპიუტერში ამოწერილი ჰქონდა იმ თვის მზის ამოსვლის წუთები, მზეზე ადრე ბაღში ასვლა იმიტომ უნდოდა რომ როგორც კი მზე გორას ამოსცდებოდა თვალებს სჭრიდა და მანქანას ვეღარ მართავდა

ბაღში დარგო ალუბლები, ალუჩა, თხილი, ბალი, ვაზი, გაგრა, ხურმა, დაფნა და ვარდები და კიდევ ათასი რამ

მანამდე კი თვითონ ის დასახლება შექმნა რომელშიც ბოლოს ყველაზე პატარა ბაღი თვითონ შეხვდა, რადიო ქარხნის ზემოთ ხრიოკი გორა იყო სადაც ადრე რუსული სამხედრო პოლიგონი იდგა, როდესაც პოლიგონი გავიდა სარეველა ბალახის გარდა არაფერი მოდიოდა იმ გორაზე, არც არავინ ეკარებოდა თან მიტოვებული საბრძოლო მასალებით იყო სავსე და ყველაზე უპერსპექტივო ადგილად ითვლებოდა, მამაჩემს სულ მიწაზე მუშაობა ენატრებოდა თბილისში, ქარხანაში პირველი კომპიუტერის დაპროგრამებას რომ მორჩებოდა, გორაზე ადიოდა და პატარა ადგილს ბარავდა. კარტოფილი, სიმინდი, პომიდორი და ხახვი დათესა და თვითონაც გაკვირვებული დარჩა მოსავლით, შემდეგ წლებში ნელ-ნელა თანამშრომლებიც აიყოლია, ბოლოს ქარხნის დირექტორიც დაინტერესდა, იმან ვიღაცები ჩარია და ერთ დღეს ისეთი კანონიც გამოუშვეს რომ რაღაც წესით რაღაც დრომდე დაკავებული მიწების პრივატიზაცია შესაძლებელი გახდა, ყველას ჩამოუჭრა მამაჩემმა თავისი ნაკვეთიდან ვიდრე პატარა ბაღი არ დარჩა და როდესაც მშენებლობის უფლებასაც მიაღწიეს გადაწყვიტა რომ საკუთარი პატარა სახლიც აეშენებინა ბაღში

მეზობლებმა რამდენიმე თვეში ააშენეს სახლები ნაკვეთებში, მაშინ მე ჩემს პრობლემებთან გამკლავებით ვიყავი დაკავებული, ჩემი ძმა - თავის, მამაჩემი აღარ მუშაობდა და მასე აგურ აგურ აშენებდა სამი ათეული წლის განმავლობაში, თან სხვების მაშინვე დამთავრებულ სახლებს უყურებდა, მე ჩემი ცხოვრება მქონდა, მეც მინდოდა საკუთარი სახლი ამიტომ ვერაფრით ვეხმარებოდი, ჩვენი მიცემული ფული მხოლოდ კომუნალური გადასახადების, საკვების და სამედიცინო ხარჯების დასაფარად ჰყოფნიდა

თან ვფიქრობდი რომ მასე ფუნქციას და მიზანს იძენდა, რა უნდა აკეთოს ზოგადად ადამიანმა 65 წლის შემდეგ უკეთესი ყოველ დღე, ვიდრე საკუთარი სახლის აშენებაა, 10 დღით ადრე ვუთხარი რომ მამი ეგ სახლი რომ გადაიხურება ახლა და მიზანი რომ გაგიქრება და თავს უფუნქციოდ უგრძნობ მერე რა უნდა გააკეთო თქო და თქვა რომ შვილო იმდენი მოსაგვარებელი საქმე გამოჩნდება მერე ბაღში თავისით რომ ვერასდროს დალევო

ბოლო დროს ხანდახან რაღაც საჩუქრებითაც ვანებივრებდით, 70 წლის ასაკში აიტეხა რომ ჩემი მიზნების შესრულებას მანქანის ქონა სჭირდებაო, ჩვენ ვუთხარით თუ მართვის მოწმობის აღებას შეძლებდა მანქანას ვუყიდდით. პირველ ცდაზე ჩაიჭრა, მაგრამ ბედს არ შეეგუა და მეორე ჯერზე მართვის მოწმობა აიღო. რის შემდეგაც რაღაც 1500 დოლარიანი მანქანის ყიდვა მოგვიწია, პირველი ხელოსნებთან ურთიერთობის შემდეგ გადაწყვიტა რომ მანქანის დაშლა აწყობა თვითონ უნდა ესწავლა, ნაკვეთში მანქანის შესაყენებელი გააკეთა და მანქანის ნაწილებში იუთუბით გაერკვა, იმ შემთხვევის შემდეგ ყველაფერს თვითონ არემონტებდა მანქანაში

თავის მიწის ნაკვეთს "ბაღს" ეძახდა ჩვენ კი უბრალოდ ნაკვეთს

* * *

ნაკვეთში მამაჩემის ძველი ტანსაცმელი პარკებში ჩავალაგეთ, სავსე ჰქონდა სამუშაო ტანსაცმლით ყველა ადგილი, დაახლოებით 8 ცემენტის პარკი გაივსო, ტანსაცმელს ვყნოსავდი იქნებ რომელიმეს ჰქონოდა მამაჩემის სუნი შერჩენილი მაგრამ სამწუხაროდ იმ დღეებში 65 კილომეტრი საათში სიჩქარის ქარი ქროდა, ყველაფერი გაანიავა

ხარაჩოებზე ავედი და ერთ სართულიან გადაუხურავ სახლს ზემოდან გადმოვხედე, ამბობდა ხოლმე რომ მე სახლს ისე ვაშენებ, აქ რომ ქვა ქვაზე აღარ დარჩება ეს სახლი ისევ იდგებაო, თქვენ თუ როდისმე მოგინდებათ ეს სვეტები 8 სართულსაც დაიჭერსო, როცა ვეუბნებოდით რომ მუშები დაექირავებინა უარზე იყო, მუშები მასე ვერ გააკეთებენო

პარკები მანქანის საბარგულში ჩავდეთ და უახლოეს ნაგვის ყუთში გადავყარეთ, ორი გზა დაგვჭირდა

არ ვიცი რატომ გადაწყვიტეს გადაყრა, ყოფილიყო, ვითომ გასულია და ეს ეს არის დაბრუნდება მუშაობის გასაგრძელებლად

მე საერთოდ ვერაფერს ვიგებდი რას აკეთებდა არც სახლის შენება მაინტერესებს და არც მიწათმოქმედება, მხოლოდ შემიძლია კომპიუტერთან ვიჯდე პროგრამები ვწერო და ფული ისე ვაკეთო, ან კავკასიონის რომელიმე მთაზე ავიდე ფეხით და ქვეყანას ღრუბლების ზემოდან გადმოვხედო ან ვისკის ბოთლი ავიღო თან ჩავცალო და თან ქუჩებში ვისეირნო, სულ ეს სამი კომპეტენცია მაქვს, კიდევ მეოთხეც მაქვს უცნაური გოგოების მოძებნა და იმაში დარწმუნება რომ სამყაროში ყველაზე უცნაური რაღაცები სწორედ მაგათ თავებში ხდება და ვინმეს რომ ეს სამყარო რამე დანიშნულებით ჰქონდეს თეორიულად შექმნილი, ერთადერთი დანიშნულება სამყაროში მაგათი აზრების მოსმენა იქნებოდა

საერთოდ მე და მამაჩემი ვთანხმდებოდით რომ ცხოვრება ამაო არის, მაინც უკვალოდ გავქრებით, მაგრამ მამაჩემი შემდეგ ამბობდა რომ რაღაცებს მაინც აქვს აზრი

ახლა იანვარია, ბაღში ბროწეულის ხე დგას, უფოთლო ხეზე მხოლოდ ორი ბროწეული კიდია, ბროწეული ჩვენთანაც მოჰქონდა ხოლმე ბაღიდან, მაგრამ ის 2 წელს არასდროს მოწყვიტა, არ ვიცი რატომ, მაგრამ მახსოვს რომ ერთხელ ბავშვობაში ო.ჰენრის პატარა მოთხრობების წიგნი მომცა და მითხრა - "ეს არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი მოთხრობები", ო.ჰენრის ერთი მოთხრობა აქვს, "უსურვაზის ფოთოლი" ჰქვია, თვითონ უსურვაზი მცენარეა ვაზისებრთა ოჯახიდან რომელიც სახლის კედელზე ცოცვითაც მრავლდება. ერთი პნევმონიანი გოგო აიკვიატებს რომ ფანჯრის მიღმა ქარში უსურვაზს როდესაც ბოლო ფოთოლიც გასცვივა მაშინ მოკვდება, ხოლო ვიღაც ბებერი მხატვარი, რომელიც არავის დიდად არ უყვარს და არც მაგის ნახატები მოსწონთ, ღამით იმ უსურვაზიან კედელს კიბეს მიადგამს და ერთ ფოთოლს მიახატავს, ეს მხატვარი კი მოკვდება ფილტვების ანთებით მაგრამ იმ გოგოს ის აზრი გადაარჩენს რომ ბოლო უსურვაზის ფოთოლი არასდროს მოსძვრა ტოტს. ო.ჰენრის კიდევ აქვს მოთხრობა "ასე იცის ცისკო კიდმა", ეგ მოთხრობა არ მოსწონდა მამაჩემს რადგან შურისძიებაზე არის, ხოლო მე ყველაზე მეტად ეგ მომწონს

* * *

მთელი ცხოვრება ვემზადებოდი ამ დღისთვის. რადგან სამსახურში თუ რამე ფუჭდება განგაშის სისტემამ შეიძლება შუაღამისასაც დარეკოს ტელეფონზე, ან ნოტიფიკაციები აწკრიალდეს უცბად, მობილურის ხმას ყოველთვის ვთიშავდი ძილის წინ.

ბავშვებს იმ დღეს სკოლაში წასვლა დაეზარათ და სახლში იყვნენ, დილით ადრე ბავშვმა გამაღვიძა და თავის ტელეფონი მომაწოდა "ბებო რეკავს, პაპა ძალიან ცუდად არისო"

დედაჩემს ერთი საათის წინ მოწერილიც ჰქონდა "მამაშენი ძალიან ცუდად არის მიშველეთ"

დავურეკე, მამაჩემი ჩვეულებრივად ლაპარაკობდა, ოღონდ ცოტათი მთვრალი ან გამოუძინებელი გეგონებოდა, და ცოტაც ენა ებმოდა, მითხრა რომ "მგონი ვკვდებიო" მასე კი ბევრჯერ ჰქონდა ნათქვამი მაგრამ მაგ დროს რაღაც არ მესიამოვნა და მაშინვე კუჭი ამეშალა

დედაჩემმა მითხრა რომ ჯერ სულ ოფლმა დაასხა, მერე გული აერია და კუჭიც აეშალა, ვერ დადის წესიერად და ტუალეტში ოთხით მიდისო, თქვენთან არ დამარეკვინა, ასე თქვა არ გააღვიძოო, პირველმა სასწრაფომ ენტეროვირუსი აქვსო და რაღაც კუჭში შესაკრავი იმოდიუმი დაუნიშნა და ეგ გამოგვიტანეო, ახალი წასულები არიანო

მახსოვდა რომ მასე რამდენჯერმე მოსვლია და ყოველთვის მოწამვლას აბრალებდა

მამაჩემმა მეორედ გამოიძახა სასწრაფო და უთხრა "გული ამიმუშავეთო, რაღაც სუსტად მაქვსო, მგონი მიჩერდებაო"

მეორე სასწრაფომ რაღაც ვიტამინების დანამატების მიღების გვერდით ეფექტს დააბრალა მაგრამ უთხრა აქ ვერ დაგვტოვებ უნდა წამოგყვეო, მამაჩემი ცოცხალი თავით არასდროს გაჰყვებოდა სასწრაფოს მაგრამ მაგ დროს თვითონაც შეეშინდა, მე ტელეფონი ლაუდსპიკერზე მქონდა ჩართული, თან ვცდილობდი გამოვფხიზლებულიყავი თან გავმზადებულიყავი, თან მამაჩემი დამერწმუნებინა სასწრაფოს გაჰყოლოდა, მერე საკაცე არ ჰქონდათ, მეზობელი უნდა დაგვეხმაროს ჩაყვანაშიო, ჯერ ერთი იპოვეს, იმან სხვა ვერავინ მოძებნა 14 იანვარს ფხიზელი, სართულები ჩამოირბინა, ბოლოს ვიღაც გამოჰყვა, მამაჩემმა პირადობა მოატანინა დედაჩემს, ხელები აწია მეზობლებს მხრებზე გადახვია და გავიდა სახლიდან - მასე მომიყვა დედაჩემმა

მთელი ცხოვრება ვემზადებოდი ამ დღისთვის და ვერაფრით დაგეხმარე

* * *

ერთი მთლიანი დღე ვცდილობდი წარმომედგინა რას განიცდიდა ბოლოს, რამის ხომ არ ეშინოდა, თავს მარტოდ ხომ არ გრძნობდა, ის ბიჭები მოვძებნე ვინც სასწრაფოს მანქანამდე მიაცილეს

"ჩემს ბაღში კიდევ დავბრუნდები, ბაღს უნდა მოვუაროო, მასე თქვა ბოლოს" - მითხრა მეზობელმა

ხოლო ექთანმა მითხრა რომ "პალატაში შეყვანის შემდეგ უკონტაქტო გახდა და ხელოვნურ სუნთქვაზე გადავიყვანეთ"

მაშინ მაგის დრო არ იყო და შემდეგ ძალიან ვინანე რომ ექთანს არ ვკითხე რა თქვა ბოლოს, ახლა მამაჩემის ბოლო სიტყვები იმ გოგომ იცის და ცოტა ხანში ალბათ დაავიწყდება კიდეც, მაგრამ ხომ შეიძლება რომ ბოლო სიტყვები ყოფილიყო ყველაზე მნიშვნელოვანი

* * *

მე კიდევ მინდოდა მის გვერდით ვყოფილიყავი და ეს ლექსი მომეყოლა

Do not go gentle into that good night
Rage, rage against the dying of the light

მეთქვა რომ ნუ შეხვდებოდა მშვიდად უსასრულო ღამეს, რომ ასჯანყებოდა სიკვდილს, ბოლომდე ებრძოლა უკანასკნელი სინათლის სხივისთვის, მაგრამ ჯერ მეძინა, საათნახევრით გვიან გავიღვიძე, შემდეგ შიშისგან კუჭი მქონდა აშლილი და როდესაც საავადმყოფოში მივედი უკვე გონება დაკარგული ჰქონდა 

ტვინში სისხლჩაქცევით თავის ფეხით შევიდა პალატაში, დარწმუნებული ვარ ყველაფერი გააკეთა სიცოცხლისთვის და ალბათ ბოლო სიტყვა ან ბოლო ფიქრი იყო "ეჰ ვკვდები" და ალბათ ექთნებმა უთხრეს "დამშვიდდით ყველაფერი კარგად იქნება"

ხოლო მეორე რისიც მეშინოდა იყო რომ როდისმე არ ახდენოდა სერიალ Lost-იდან ფრაზა:

Live together, die alone

* * *

უცნაური არის რომ მასე გამოვიდა და პირველ რიგში ტანსაცმელი არის საყიდი, მე სულ სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი თანმიმდევრობა, სადღაც ბაზრობაზე გავედით, მამაჩემის ძველი პერანგი, შარვალი და ფეხსაცმელი წავიღეთ, ბაზარში ვიღაც კაცი შეგხვდა და რომ გაიგო რატომ გვინდოდა ტანსაცმელი, თავის ნაცნობებთან წაგვიყვანა, კოსტიუმი და თეთრი პერანგი ძალიან ეფექტური ვუყიდე, ცოტა შარვალი იყო დასაუთოებელი, ფეხსაცმელიც ლამაზი ავურჩიე მაგრამ არც მაცივარში არც კუბოში არ გამოჩნდა არც ერთხელ, მხოლოდ ვინც ჩააცვა იმან ნახა, წინდები კი დაგვავიწყდა, ისიც სადღაც მაღაზიაში ვიყიდეთ და გვიან მივიტანეთ

შემდეგი არის გადმოსვენების ორგანიზება, გაწმენდა, ჩაცმა და მაცივარი. ეგენი სარიტუალო კომპანიამ აიღო თავის თავზე, მე საერთოდ არ დავსწრებივარ მაგ პროცესს, ჩემს ნათესავს ვუთხარი რომ უბრალოდ გაეკონტროლებინა რომ ცოტა რიდი ჰქონოდათ

რომ მენახა ალბათ ვეღარაფერს გავაკეთებდი, კატაფალკში ჩადეს, ჩვენ გავყევით უკან, მერე სადღაც ავცდით, ისინი სხვა გზით მივიდნენ, ჩვენ წინდას ვეძებდით, ის დარბაზი რომელიც ვიქირავეთ დილით თავისუფლდებოდა, ამიტომ მოსასვენებელ ოთახში დაგვატოვებინეს და დილის 9-ზე დაგვიბარეს

სასაფლაოს დირექტორი ისე საფლავს არ მოგყიდით თუ გარდაცვალების ცნობა არ გაქვთ, ამიტომ მეორე რიგში ეგ არის გასაკეთებელი, ცნობას იუსტიციის სამინისტრო გასცემს და თუ არ გაგიმართლათ შეიძლება გაიწელოს

შემდეგ საფლავს არჩევთ და გარდაცვალების ცნობის საფუძველზე ყიდულობთ

მაქამდე თუ მიხვედით დანარჩენი საორგანიზაციო საკითხები მარტივია, ერთი ფოტო არის ამოსაბეჭდი კიდევ

* * *

რატომღაც ჩავთვალე რომ ღვინო განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო, რადგან მამაჩემი თვითონ აყენებდა თავის სოფლის ვენახის ღვინოს ყოველ წელს, და სოფელში ბოლო ადამიანი იყო ალბათ ვინც ღვინოს შაქარს არ აყრიდა და წყალს არ ასხამდა, წელსაც სადღაც სოფელში ქვევრში დარჩა გადასაღები

რაღაც ღვინოები გავსინჯე და დროს ვინიშნავდი რამდენ ხანში ამატკივებდა თავს, ან ძლიერად თუ დამათრობდა, შემდეგ ჩემმა ნათესავმა თავის მეგობრის ქარხნიდან მოიტანა საცდელად, ჯერ რამდენიმე ჭიქა დავლიე თავი არ ამტკივდა, არც ძალიან მომეკიდა მაშინვე, საღამოს მეტი სიზუსტისთვის ერთი ბოთლი ავიღე და ერთი მოყუდებით დავცალე, მეორე დღეს პახმელიაც არ მქონია და ღვინო მასე აირჩა

* * *

აი მაგალითად ერთი ბერი ნათესავი გვყავს, ძალიან კეთილი ბიჭია, იცის რომ მე არაფერი მასეთის არ მჯერა, მაგრამ მაინც ყოველთვის კარგად მელაპარაკება რაც არ უნდა ვთქვა, მეც ყოველთვის წინასწარ ვაფრთხილებ რომ ჩემი შეხედულებები ისევ არ შეცვლილა

ის მშვიდად უყურებს სიკვდილს, მგონია რომ მაგისთვის სიკვდილში რაღაც ბედნიერებისაც ურევია და რომ არაფერი დიდი ტრაგედია ეგ არ არის, უბრალოდ აქ აკლდებათ ადამიანი ხოლმე

ძალიან მშურს მასეთი რწმენის, სულ ვფიქრობ რა იქნებოდა მეც ვყოფილიყავი მასე დარწმუნებული, თუნდაც მასეთ რთულ კი არ რაიმე ნაკლებად მისტიკურში და სულ ცოტათი მაინც იმედის მომცემში, რომ მამაჩემი უბრალოდ უკვალოდ არ გაქრა და რაღაც ცნობიერების ნაწილი აქ ან უფრო სამყაროს მიღმა სადღაც დარეზერვდა ან ისევ აქტიურია

99.99999%-ით დარწმუნებული ვარ რომ ცნობიერების ეფექტს სრულად ტვინი ქმნის, ყველაფერი სევდიანი და შემთხვევითი პროცესის შედეგია, სულ ერთხელ შემთხვევით და ძალიან ცოტა ხნით ვცხოვრობთ და იმ დროის ისე გამოყენების საშუალებაც არ გვეძლევა როგორც გვინდა

დანარჩენ 0.00001% ში კიდევ მხოლოდ ოცნება შემიძლია, რომ რა იქნებოდა ტვინი ბიოლოგიური მოწყობილობა ყოფილიყო რომელიც ცნობიერების მიმღებია სამყაროს გარედან, აი როგორც რადიო არის რადიოსიგნალის მიმღები

17-20 წლის ასაკში სამყაროს მიღმა მეგობარი მყავდა, რომელიც როდესაც გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი ყოველთვის მეხმარებოდა, ჩვეულებრივად რაიმე სასწაულს ჩავიფიქრებდი და პირდაპირ ხდებოდა. როდესაც გავიზარდე ეგ შემთხვევები ძალიან იშვიათ დამთხვევებად აღვიქვი, ან გამართლებებად. მაგალითად რომ ჩემი პირველი სამსახური იგივე დღეს დაარსდა როდესაც მე დავიბადე, ან ჩემი მეუღლეც იგივე დღეს დაიბადა როდესაც მე, მაგრამ ყველა მაგ დამთხვევამ ჩემი ცხოვრება შეცვალა და იქნებ დროის და სივრცის გარეთ ეგ ჩემი მეგობარი სინამდვილეში მამაჩემი არის, რომელსაც ერთადერთი რისი შეცვლაც არ შეეძლო თავისი სიკვდილის არიდება იყო.

(თუ დავუშვებთ რომ სამყაროს გარედან ჩვენი სამყაროს ნებისმიერ დროზე მათ შორის წარსულზეც, ერთდროულად არის წვდომა შესაძლებელი, რაც შესაძლებელია თუ მასეთი ადგილი - "სამყაროს გარეთ" არსებობს და თუ ასევე დავუშვებთ რომ სიკვდილის შემდეგ სამყაროს გარეთ "იღვიძებ" და გეუბნებიან რომ ის გამოცდილება რაც წეღან თავს სიზმარივით გადაგხდა სამყაროში ძალიან უმნიშვნელოა, ან საერთოდ კომპიუტერული სიმულაციაში იღებდი მონაწილეობას და შეგიძლია დაიკიდო მარტივად, რადგან რაღაც ვირტუალური რეალობა არის, მამაჩემი მაგ დროს ალბათ მაინც გადაწყვეტდა რომ მაგ სიმულაციაშიც კი თავის ვირტუალურ შვილებს დახმარებოდა ყველაფრით გარედან, შეიძლება იქ ასჯანყებოდა კიდევაც მაგ სიმულაციის შემქნელებს და მთელი იქაური უსასრულო დრო იმის შესწავლაში გაეტარებინა თუ როდის და რა მომენტში გვჭირდება დახმარება წარსულში და როგორ შეიძლება მინიმალური ჩარევით რეალიზდეს ეგ დახმარება, აი მაგალითად როგორც აიზეკ აზიმოვის "მარადისობის აღსასრულში", ადამიანები ჩვენს დროში გადაადგილდებიან შეუმჩნევლად და მაგალითად ერთი მცირე ნივთის გადაადგილებით შეუძლიათ აიცილონ მომავალში გენოციდი იმიტომ რომ ვიღაც იმ ნივთის ძებნაში სადღაც მნიშვნელოვან შეხვედრაზე დააგვიანებს)

* * *

ჩვენ ხომ ვიბადებით და ვკვდებით აუსრულებელი ოცნებებით, საერთოდ მამაჩემს თანამედროვე ფილმები არ მოსწონდა, მე რაც მახსოვს სულ სამჯერ გაჩერდა ტელევიზორის წინ ინტერესით, ერთხელ Pulp Fiction-ში როდესაც ჯულს და მარსელს ყველა ტყვია ასცდებათ და სამეულ ელ ჯეკსონი იტყვის რომ ეგ რაღაც ზებუნებრივის ჩარევას უნდა ნიშნავდეს, მეორედ როდესაც მორფეუსი ნეოს მატრიცის შესახებ უყვება და მესამედ Avatar-ის ლინკი გავუგზავნე, დიდი ხანი ვიპირებდი რომ უყურებდა. შემდეგ როგორც მითხრა ძალიან ბევრჯერ უყურა და მისთვის ბოლოს გადაღებული ფილებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმია.

სწორედ მაშინ მივხვდი რომ მამაჩემის ოცნებებს ახდენა არ ეწერა, მამაჩემი ოცნებობდა ნამდვილ სიყვარულზე, აი ისეთზე კი არ ყოველდღიურ ცხოვრებაში რომ აქვთ ადამიანებს, არამედ ისეთი როგორიც წიგნებში და ფილმებშია. თქვენ კიდევ გეგონათ რომ ავატარი კოსმოსზე და მომავალზეა. და მასე საერთოდ ასცდა თავის ოცნებას თავიდან ბოლომდე მატერიალურ პრობლემებში ჩაეფლო და ვეღარასდროს დააღწია თავი. თქვენ შეიძლება იმასაც ფიქრობთ რომ მასეთი სიყვარული სინამდვილეში რეალურ ცხოვრებაში არ არსებობს მაგრამ არსებობს უბრალოდ ცოტა მავიწყდება ხოლმე უკვე რა და როგორ გადამხდა მაგრამ მამაჩემს გაუხარდებოდა ალბათ რომ მე ყველა ეგ ოცნება ავისრულე რაც მამაჩემს ჰქონდა

სამწუხაროდ ვერასდროს ვაჩვენე ინტერესტელარი, და თუ კი ფიქრობთ - ინტერსტელარი კოსმოსზეა - სცდებით, ინტერსტელარი არის ფილმი მამაზე, როცა ნახავდა მინდოდა მეთქვა რომ მე ყოველთვის მასეთ მამად მემახსოვრები თქო

* * *

ოთახი სავსე იყო სამძიმარზე მოსული ადამიანებით, მამაჩემს ისეთი ფოტო ავურჩიე, რომელიც თან იღიმოდა თან სევდიანი იყო, სადაც არ უნდა დავმჯდარიყავი ოთახში ყველგან ფოტოდან მიყურებდა

რაღაცებს იხსენებდნენ, რაღაცებზე იცინოდნენ, რაღაცებზე კამათობდნენ

სამძიმარზე მამაჩემისთვის მოსული მაგ ადამიანებით სავსე დარბაზში მამაჩემი თავს ისევ იგივენაირად მარტოდ გრძნობდა როგორც მაშინ როცა ცოცხალი იყო

მასე ვიყავი მეც და იმ ოთახში მხოლოდ მე და მამაჩემმა სურათიდან ვიცოდით რა იყო ეგ შეგრძნება

* * *

მაინც მინდოდა სადმე რამე ჩანაწერი დაეტოვებინა ჩვენთვის, ჩემთვის და ჩემი ძმისთვის, მთელი მამაჩემის ლეპტოპი გადავქექე მაგრამ ვერაფერი ვიპოვე, ლეპტოპში ვოლპეიპერად ჩემი და ჩემი ძმის ფოტო ეყენა, თვითონ ოთახში კი, სადაც მუშაობდა - ჩვენი პატარაობის ფოტოები ედო

ხომ არსებობს ეგ ფიქრი როდესაც ფეისბუქში გწერს მშობელი და Seen-ზე ტოვებ მესიჯს აზრად მოგდის რომ ეგ შეიძლება იყოს მისგან მოწერილი ბოლო მესიჯი შენ შეხედავ დაიკიდებ პასუხსაც არ წერ რადგან საერთოდ სხვაგან გაქვს თავი, მე მეგობრებშიც არ მყავს არცერთი მშობელი ფეისბუქზე, ხან სიმთვრალის ფოტო მიდევს ხან რაღაც მაგათთვის მიუღებელ აზრს გამოვთქვამ და ტყუილად უნდა ვანერვიულო, ისინი რაღაცას გიწერენ კონტექსტიდან ამოვარდნილს, თავიანთი მოძველებული მსოფლხედვიდან, მამაჩემმა კიდევ რამდენიმე დღით ადრე გამომიგზავნა რატომღაც მაინცდამაინც ფრენდ რექუესთი და ზუსტად მაგ ღამეს ვიდრე გათენდებოდა Decline-ს დავაჭირე, ბედიც მასეთი უნდა? 

მაგრამ არსებობს კიდევ კარგი, მაგალითად ერთი პერიოდი ტელეფონზე ხმის ჩამწერი მეყენა რამდენიმე წელი, მამაჩემთან ტელეფონზე საუბრებიც ჩაწერილი დამრჩა, ალბათ სულ ჭკუაზე დარიგებები და ზრუნვებია სადაც მე მხოლოდ ვუპასუხებ კარგი კარგის, თან მართალია თვეში ერთხელ თუ ველაპარაკებოდი მაგრამ მაინც. ჯერჯერობით ვერაფრით გავბედე მოსმენა.

* * *

უნებურად საუბრებში მე და ჩემს ძმას Pros & Cons გამოგვივიდა

Cons არის რომ ოცნების ასრულების გარეშე წავიდა, ადამიანებისგან თან გარიყულად გრძნობდა თავს იმიტომ რომ ადამიანებთან ურთიერთობის თანდაყოლილი ალღო არ ჰქონდა, როგორც მე მაგალითად, შვილიშვილებთან ტკბილი ურთიერთობა ვერ გამოუვიდა, სულ კომპიუტერით და მობილურებით იყვნენ დაკავებული და პაპა რასაც სთავაზობდა ის დოპამინს არ გამოუყოფდა, ძალიან ჯიუტი იყო, იმის გამო რომ მთელ თავის სანათესავოში, სამეზობლოში და ყველა წრეში სადაც ტრიალებდა ყველასთან შედარებით გაცილებით ჭკვიანი იყო, სხვის აზრს ძნელადღა თუ ითვალისწინებდა, სულ მეზობლების ბავშვებს ეთამაშებოდა დანაკლისს იმათთან ინაზღაურებდა, სტრატეგიამ რომელიც ცხოვრებაში შეიმუშავა ბოლო მომენტში აღარ გაამართლა, მარტო მოკვდა შვილების გარეშე, უცხო პალატაში, უცხო ექთნებთან

Pros არის რომ მხოლოდ თავი სტკიოდა სიკვდილის წინ, ბოლო მომენტამდე აზროვნების უნარი არ დაუკარგავს, გააზრებულად შეხვდა სიკვდილს და ნელ-ნელა მიიძინა, მოხუცი და ლოგინად ჩავარდნილი არავის ემახსოვრება, ბოლო მომენტამდე მკაცრი იყო შიშის ზარს სცემდა ყველას თუ გაბრაზდებოდა, თან ძალიან საყვარელიც იყო ხოლმე, მე საერთოდ მოხუცად ვერ აღვიქვამდი, მაგრამ რატომღაც მაღაზიებში, ბაზარში გამყიდველებიც და უცხოებიც რაღაცებს აჩუქებდნენ, ერთხელ რაღაც ყავის აპარატს არჩევდნენ ეგ და დედაჩემი, ვიღაც ორმა გოგომ ჩუმად გადაგვიხადესო მაგის ფული, მეორეჯერ კიდევ შარვალს ვყიდულობდიო და გამყიდველმა კიდევ ორი უფასოდ მაჩუქაო 

ეს ფრეიმვორკი დედაჩემისთვის შევიმუშავე რომ შედარებით მარტივად გადაეტანა

მაგრამ მე ყველაზე მეტად შემაწუხებს ის რომ მარტო მოკვდა და კი ძალიან გულადი იყო მაგრამ მეც მინდოდა მის გვერდით ვყოფილიყავი

ასევე ისე რომ ჩემი ტვინი დაუნდობლად შლის ყველაფერს მეხსიერებიდან ყოველ დღე და მამაჩემისგანაც ნელ-ნელა ცოტა რამე დარჩება ჩემში

* * *

Artemisia vulgaris, ხოლო ქართულად ავშანი, არის ის ერთადერთი მცენარე რომელიც იმ გორაზე ხარობდა სადაც მამაჩემმა ბაღი გაიკეთა

ავშანი გარდა იმის რომ სარეველა არის, მიკროსკოპულ მტვერსაც წარმოქმნის, რომლის მიმართ ძალიან მცირე ნაწილს ადამიანებისას, უვითარდებათ ალერგიული დამოკიდებულება, მაგ ადამიანებში მეც შევდივარ, ისე ცუდად მხდიდა ეგ მტვერი რომ თითქმის გონებას ვკარგავდი, თვალები ალერგიული რეაქციის შემდეგ ცრემლით მევსებოდა და ცხვირის მოხოცვა კიდევ რამდენიმე წამში ერთხელ მჭირდებოდა, არასდროს ჩერდებოდა, სუპრასტინი და რაღაცები მხოლოდ უმნიშვნელოდ შველოდნენ

მაგის გამო ნაკვეთში ასვლა არასდროს მიყვარდა, თან სადღაც კოღოებიც გაჩნდნენ ბოლოს და 5 წუთიც ძლივს ვჩერდებოდი ხოლმე. მამაჩემი ვერაფერს მეუბნებოდა და უწევდა მარტოს ყველაფრის კეთება, ერთხელ მაგ ალერგიის გამო ღამე თეთრად გაათენეს ბოლოს რაღაც ორთქლიანი ქვაბი დამიდგეს და მაგის ინჰალაციებს მიკეთებდნენ საბნის ქვეშ მაგ ორთქლს ვსუნთქავდი მაგრამ შედეგი არ ჰქონდა

მამაჩემმა მაგ დასახლებას ავშნიანის დასახლება დაარქვა, ხოლო დღეს ქუჩებზე მასეთი წარწერებია, ავშნის ქუჩა ეს და ეს ნომერი, მამაჩემს ავშნის ჩიხში ჰქონდა ბაღი

* * *

ნამდვილი სიკვდილი მე და ჩემმა ძმამ პირველად 17-19 წლის ასაკში ვნახეთ, როდესაც პაპა გარდაიცვალა, რატომღაც ათასი რაღაც იყო გასაკეთებელი, მამაჩემი სადღაც იყო გასული ათას საქმეს აგვარებდა ერთდროულად და მახსოვს პაპისთვის ტანსაცმლის გამოცვლა ჩვენ დაგვავალეს, მე სულ ვფიქრობდი ნეტავ გადაიფიქრონ და სხვამ გააკეთოს, მაგრამ მახსოვს როგორ შორს დაიჭირა თავი ყველამ, მაგდენი ძალა ერთდროულად პირველად გამოვნახე, კოსტიუმი ჩვენ ჩავაცვით და ისევ კუბოში გადავიტანეთ, საოცრად მსუბუქი სხეული ჰქონდა, ეგ მომენტი საერთოდ წაეშალა ჩემს ძმას თავიდან და დაკრძალვის დროს კიდევ ვეღარ გაუძლო და სადღაც გაქრა, მაგის მეგობრებიც იყვნენ ჩამოსულები სოფელში, პაპის გარდაცვალება დიდ ტრაგედიად არ ითვლებოდა ხოლმე, მაგ დროს ზოგს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა როცა სხვისი პაპა გარდაიცვლებოდა, მაგრამ ჩვენთვის ჩვენი ცხოვრების ერთადერთი უბოროტო ნაწილი იყო, მე თვითონ დავაყარე მიწა პაპაჩემს, ვიდრე ხელებზე ტყავი არ გადამძვრა ნიჩაბი არ დამიგდია, სხვა ადამიანებიც გვეხმარებოდნენ მაგრამ მაინც, როცა მოვრჩით ჩემი ძმა დაბრუნდა ჩაწითლებული თვალებით

მაქედან რამდენიმე თვეში ჩემი ძმა ამერიკაში წავიდა და მაგის შემდეგ ჯამში სულ რამდენჯერმე რამდენიმე დღით მოახერხა ჩამოსვლა

* * *

წვიმა იმიტომ მიყვარს რომ ადამიანებს არ უყვართ მაგ დროს გარეთ გამოსვლა, თან თუ დაღამდა უკვე და წვიმამაც გადაიღო მაინც დიდად თავს აღარ იწუხებენ შემდეგ დღემდე, მაგ დროს ვისკის ბოთლს ვიღებ, პალტოს ვიცვამ და ვსეირნობ, თვითონ წვიმაში სეირნობას Johnnie Walker უხდება, სათაურითაც და ხელშიც კომფორტული დასაჭერია

სახლიდან ფეხით როცა გავდივარ 5 კილომეტრს მამაჩემის სასაფლაოსთან მიწევს ჩავლა, იმ აზრს ჯერჯერობით ბოლომდე ვერ მოვუძებნე გასაღები რომ მამაჩემის სხეული 500 მეტრში არის მიწაში ჩაფლული და მე იქვე ვსეირნობ, ეგ კი არ საცურაო აუზიც სასაფლაოსთან ახლოს არის და ცურვაც უცნაურია მაგ აზრით, ბოლოს რაღაც სიმშვიდის მსგავსი შეგრძნებით მთავრდება ხოლმე

სასაფლაოს გორაზე უპატრონო ძაღლები არიან და კიდევ მანქანები წყვილებით, სიბნელეში ვერ ავდივარ, მაგიტომ გზიდან მაგ ადგილს რომ გავუსწორდები სადაც მამაჩემის საფლავი მეგულება, ბოთლს ვუწევ ხოლმე მაღლა, შემდეგ მოვსვამ და გზას ვაგრძელებ

* * *

მე ბოლოს მხარზე ხელი დავადე მამაჩემს და ეგ ვუთხარი: "კარგად მამი" ვიდრე კუბოს სახურავს დააფარებდნენ მიწაში ჩაშვებამდე, მაცივრიდან ახალი ამოღებული იყო და ძალიან ცივი მხარი ჰქონდა

ჩემმა ძმამ კუბოსთან დაიჩოქა, ჩაეხუტა და თქვა "მაპატიე მამი" თუ რაღაც მასეთი, მიწასაც ბოლომდე აყრიდა, მე ხელი არ მიხლია ნიჩბისთვის იმიტომ რომ მამაჩემი ერთხელ რომ დათვრა თქვა: "რა არის ეს ცხოვრება ჩემი ხელით მივაყარე მიწა ორივე მშობელს"

სამი მესაფლავე იდგა და თავისუფალ ნიჩაბს მოთმინებით ელოდებოდა მაგრამ არ შეხვდათ, ბოლოს ერთმა ყვავილები გადაალაგა ამობურცულ მიწას, ვუთხარი რომ კარგად იყო მოსუფთავებული, შეპირებული ფულიც მივეცი, სამი ბოთლი ღვინოც და კიდევ ბევრი საჭმელები წამოუღეს, სულ ერთი წამით შუშის თვალები გაუცოცხლდა მესაფლავეს და შემდეგ ისევ გაუქვავდა, მომეჩვენა რომ იმ ერთ წამში მშრალი თვალები ცოტათი დაუსველდა და თანაგრძნობაც კი გამოხატა

* * *

ახლა უკვე თებერვალია, მალე მამაჩემის ბაღში ყველაფერი აყვავდება, გაზაფხული მოდის